მედია პოსტები

ვაკანსია

რადიოს მარტო მანქანაში უსმენენ. არ ვიცი, როგორაა მსოფლიოში, მაგრამ თუკი ვინმე ასეთ კვლევას საქართველოში ჩაატარებს, გამკითხულთა უმრავლესობა ამ ფაქტს აღიარებს. მე მანქანა არ მყავს, შესაბამისად, აქტიურ მსმენელად ვერ ჩავითვლები. თუმცა, როდესაც რადიო-მიმღებთან მოვხვდები, ბავშობიდან გამოყოლილი ჩვეულებისამებრ “ფორტუნა +”-ს ვრთავ. ისიც იშვიათად. მხოლოდ ხუთშაბათობით, გადაცემა “ვაკანსიის” დროს. ზოგადად, ძალიან მაწუხებს დასაქმების პრობლემა. კი, მე ვმუშაობ, მაგრამ… Continue reading ვაკანსია

ყველაფერი ჩემ შესახებ

ჩემი მსხვერპლი

სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, ამბობენ. მსხვერპლსაც გააჩნია. მაგალითად, ჩემი მეგობარი მუდმივად ყიდულობს ლამაზ, მაგრამ სასტიკად მოუხერხებელ ფეხსაცმელებს. მერე დადის გამწარებული და არ იმჩნევს, რომ ფეხები საშინლად ტკივა. ასეთ მსხვერპლს არ ვამართლებ და ყოველთვის დიდ სისულელედ მიმაჩნდა. ეს იყო კვირამდე. კვირას კი წავედი და ვიყიდე 36 ზომა ფლეტები. ზოგადად, ფეხი 37 მაქვს, მაგრამ ეს კონკრეტული ფეხსაცმელი ერთი… Continue reading ჩემი მსხვერპლი

ყველაფერი ჩემ შესახებ

What’s the story morning glory

გუშინ ვფიქრობდი, ყველა დღე ერთმანეთს რატომ ჰგავს-თქო. დღეს კი ქამელეონის პოსტი წავიკითხე და,დაე, დავითაგავ თავს და გეტყვით, როგორია ჩემი ერთი, ჩვეულებრივი დღე. მაღვიძარა ცხრის ნახევარზე ირთვება. ო, როგორ მძულს! კიდევ უფრო მძულს ის, რომ ჩემს ტელეფონს სენსორული ეკრანი აქვს და ძილში თ სადმე მომიხვდა თითი ან ითიშება და გვიან მეღვიძება, ან ხმას უწევს და გიჟივით… Continue reading What’s the story morning glory

დღის ფოტოები

დღის ფოტო

სპეციალურად ანუკისთვის ❤ ჩვენ ერთად  ვართ  მთავარია, მერე რა, რომ ქარია/ცივა/ხანდახან წვიმს/ეს მარტი აღარ გავიდა ^_^

Fashion as I see it

March wishlist

თვის ბოლო წმინდაა. პრინციპში, ესეც ინდივიდუალურია: ზოგს თვის დასაწყისი აქვს წმინდა, ზოგს შუა რიცხვები. მე თვის ბოლოს ვბედნიერდები. რომ არ ელოდები და უცებ….. ხელფასი დაგერიცხება ^_^ ამ წუთისთვის მთელი თვე ვემზადები და სიით ხელში ვხდები. უკვე ვიცი, თუ რაში დავხარჯავ ჩემს ნაწვალებ/ნაღვაწს. გამონაკლისი არც მარტია. სიაც ჩამოწერილია. ფლეტები, ე.წ. ბალეტკები ელექტრო-სასწორი (და ზედ ეს წონა… Continue reading March wishlist