დასახარისხებელი პოსტები

მოტკბო პოსტი

კარგი რამეა შვებულება და სახლში კატასთან ერთად მარტო ყოფნა. განსაკუთრებით მაშინ, როცა გარეთ ქარი ქუჩებს ანგრევს და შენ ამ დროს მშვიდად ხარ მოკალათებული სავარძელში, ყავას სვამ და წიგნს კითხულობ. პერიოდულად კი გაგიელვებს ფიქრები იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც სახლი არც ცუდ ამინდში აქვთ და არც კარგში, ხან სიცივე აწუხებთ და ხან-სიცხე, მაგრამ ეგოისტური მყუდროება ამ აზრებს ახშობს და ისევ მონოტონურ თვლემას უბრუნდები.

ბუსას ყოველი დღე ასეთია. წიგნების და ყავის გარდა. ამიტომაც, დღეს ძალიან გაუხარდა, როცა პარტნიორი იპოვა. მთელი დღე დავიზლაზნებოდით ერთი ოთახიდან მეორეში, მერე გვერდიგვერდ დავიძინეთ დივანზე. პერიოდულად ცალ თვალს გავახელდით, ერთმანეთს დავზვერავდით და ისევ ვიძინებდით.

რვა საათზე გამეღვიძა და ვიგრძენი, როგორ საშინლად, არანორმალურად მინდოდა ტკბილეული! და ვინაიდან ტკბილის მოყვარული დიდად არ ვარ, სახლშიც არაფერი მქონდა. ბევრი არ მიფიქრია, ქურთუკი მოვიცვი და ამ გრიგალში გუდვილში წავედი, ნამცხვრებზე. მერე ეს ყველაფერი ლეპტოპთან მოვიმარაგე, ძველისძველი “სექსი დიდ ქალაქში” ჩავრთე და  ისევ დილანდელ მონოტონურ მყუდროებაში ჩავიძირე.

ახლა მე და ელენე ხვალინდელ მენიუს ვარჩევთ და იმედს ვიტოვებთ, რომ ზეგ დილას ხვალინდელ საღამოს დიდი სიყვარულით გავიხსენებთ.

Life is good, life is sweet!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s