ახალი ცხოვრება

Baby blues

დღეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შევხედავ საათს და უი, უკვე საღამოა. ნეტა რა დღეა, შაბათ-კვირა შორსაა? აუ, პირი ჯერ კიდევ არ დამიბანია. ძილის წინ კბილები გამოვიხეხე? როგორ მივწვდე ახლა ამ მობილურს. ნეტა ჯერ არ მოვიდეს ლევანი, ჭამა მოვასწროთ. ცალი ხელით ყავის მოდუღებას ვერ შევძლებ? არ მშია, მაგრამ ძალით უნდა ვჭამო. მოიცა, ტუალეტში გავვარდე სანამ სძინავს. ჯერ… Continue reading Baby blues

დასახარისხებელი პოსტები

Good News!

დღეს ძალიან კარგი დღეა: მამას თვალის ფსკერზე პრობლემა არ აღმოაჩნდა და ექიმმა არაფერი არ გინდათო და გიოს და ნუცას მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ სამკურნალო ფული ჩაურიცხეს! ❤

დასახარისხებელი პოსტები

ბოდიში

ცოტა ხნის წინ ჩემს ერთ-ერთ ლექტორს ჰქონდა პოსტი გამარჯობის შესახებ, სადაც წუწუნებდა, თუ როგორ ა(ღა)რ უყვართ ქართველებს გამარჯობის თქმა. ფაქტია-არ გიჟდებიან. თუმცა, არც ისეა საქმე, რომ ვინმეს მიესალმო და ის კი თვალებში გიყურებდეს და ჯიუტად დუმდეს. ჩემი აზრით, პრობლემა უფრო ბოდიშშია და არა-გამარჯობაში. ქეისი #1: აფთიაქში ვარ. პროდუქცია, რომლის ყიდვაც მინდა, ჩემს წინ თაროზე დევს,… Continue reading ბოდიში

დასახარისხებელი პოსტები

Dad

გუშინ დამესიზმრა, რომ მამაჩემმა მითხრა, გარეთ გავისეირნოთ და ნაყინი ვჭამოთო. სიზმარშივე გამიკვირდა-გარეთ ლამის ერთი წელია აღარ გასულა, ერთადაც არასდროს გვისეირნია. მაგრამ კარგი იყო, ბევრი ვილაპარაკეთ. გამეღვიძა. საღამოს მითხრა, რომ ამდენი დაავადების ფონზე პენსია ეკუთვნის და უნდა აიღოს. ეს დიდი კონტრასტი ძალიან არ მომეწონა. ბლაჰ

დასახარისხებელი პოსტები

Back

ყველა სახლშია ერთი ისეთი ოთახი, სადაც ყველაფერს ზედმეტს ინახავენ და თვითონ არასდროს არ არიან. ჩვენც გვქონდა ერთი ასეთი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კაბინეტად ვაქციეთ. საწერი მაგიდა დიდია, მეც და ლევანიც თავისუფლად ვეტევით. ისეთი სიტუაციაა, რომ ძალაუნებურად სამუშაო განწყობაზე მოდიხარ. და წერა გინდება. ახლა რეფერატს ვწერდი. მერე უცებ ის საკითხი ამომიტივტივდა თავში, რაც ბოლო თვეა საშინლად… Continue reading Back

დასახარისხებელი პოსტები

ბაბუს

გახსოვს, პატარა რომ ვიყავი და წერილებს რომ გწერდი? რამდენიმე წერილი კომოდის უჯრებში ვიპოვე: არათანაბარი ასოებით და პრიმიტიულად დაწერილი. გწერდი, რომ მენატრებოდით შენ, ბებო, ჩემი გოჭები და ქათმები. გპირდებოდი, რომ მალე ჩამოვიდოდი. ამ წერილების დაწერიდან ოცი წელია გასული. მაგრამ მე მაინც ჩამოვდივარ. მერე რა, რომ იქ თქვენ არ მხვდებით. ყველა ბალახი, ყველა ნივთი თქვენითაა გაჟღენთილი და… Continue reading ბაბუს

დასახარისხებელი პოსტები

ყურძნის ფრეში

რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემ  მეგობარს ეწერა, რომ ყურძნის ფრეში გააკეთა და ძალიან მოეწონა. რა საშინელება იქნება. არასდროს დავლევ.