დასახარისხებელი პოსტები

Memory glimpse

ერთხელ რკონში წავედით. ღამე კარვებში გვეძინა. დილით გამოვძვერი გარეთ და ვხედავ, რომ ჩემი შეყვარებული კოცონზე რკინის ჭიქაში ყავას მიდუღებს და მიღიმის, ახლა მაინც ხომ ვეღარ მეტყვი რომ დილით შენთვის ყავა არ მომირთმევიაო. ეს ჩემი ხელი არაა, მაგრამ ის იყო ყველაზე გემრიელი ყავა, რაც კი ოდესმე დამილევია ❤

დასახარისხებელი პოსტები

შიში

არ ვიცი, ვისთვის სად მთავრდება ბავშვობა: სკოლასთან, უნივერსიტეტთან, პირველ შეყვარებულთან თუ პირველ იმედგაცრუებებთან. ჩემთვის იქ მთავრდება, როცა მშობლებს რაღაც ტკივათ, როცა ნელ-ნელა აცნობიერებ, რომ ბერდებიან. ძალიან მეშინია. ვცდილობ, პოზიტივი შევინარჩუნო, კარგზე ვიფიქრო, მაგრამ საკმარისია ერთი წამით მოვდუნდე, რომ შავ-ბნელ ფიქრებში ვზივარ და ვკანკალებ. მინდა მეტი შემეძლოს. მინდა მე დამემართოს ყველა ის ტკივილი და დაავადება, მე… Continue reading შიში