ყველაფერი ჩემ შესახებ

იოგა

2012 წლის შემომდგომაზე ბევრ იმედს ვამყარებ. ვალდებულიც კია, რომ ზაფხულის უმსგავსობები არ გაიმეოროს და კარგად მოიქცეს.  თუმცა, თუ შენც არ შეუწყობ ხელს ვერცერთი სეზონი ვერ გამოიჩენს თავს საინტერესო ამბებით. ამიტომ, ვაგრძელებ სპონტანური გადაწყვეტილებების თვეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ახალ რაღაცებს ვსინჯავ. მაგალითად, იოგას. იოგაზე სიარული სულ მინდოდა. სამწუხაროდ, მარტო მე-ვერცერთ ჩემს მეგობარს ვერ გავუღვივე ინტერესი… Continue reading იოგა

სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 7

სად გავჩერდი? ჰო, ავტობუსში ვსხედვართ და უკან მოვდივართ. იმედი გვაქვს, რომ ხვალ 16:00 სთ-ზე თბილისში ვიქნებით. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე ფირმის ავტობუსია, გაცილებით კომფორტული ჩანს და თან ეკრანზე ახალი თურქული კლიპები და ფილმები გადის. ჩვენი მგზავრობის ჰიტები: ვერ გეტყვით, რამდენჯერ ვნახეთ თითოეული მათგანი. ალბათ, ასე, თხუთმეტჯერ მაინც. რა თქმა უნდა, თურქულად. კლიპები კი… Continue reading სტამბოლის დღიურები, ნაწილი 7

სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 6

დილისთვის მაღვიძარა მქონდა დაყენებული. ყველას ძალიან ცოტა გვეძინა, მაგრამ მაინც სწრაფად ავდექით და საუზმისთვის მოვემზადეთ. ბიჭები უკვე დაბლა იყვნენ. წინასწარ ჩავალაგეთ ნივთები, ჩექ აუთი გავაკეთეთ და ბარგი luggage room-ში დავტოვეთ. როგორც მოგივანებით გაირკვა, ბიჭები სულაც არ ყოფილან ასეთი წინდახედულები (ან, ერთ-ერთი მათგანი) და საუზმის შემდეგ საკმაოდ დიდი ხანი ველოდეთ. სადღაც 11:30-სთვის ჰოსტელიდან გამოვედით. ჰო, კინაღამ… Continue reading სტამბოლის დღიურები, ნაწილი 6

სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 5

როგორც უკვე ვთქვი, სტამბოლში მგზავრობა საკმაოდ ძვირი ჯდება. არანაკლები პრობლემაა თავისუფალი ტაქსის შოვნა. ღამის პირველი საათის შემდეგ კი ყველა ტაქსი წყვეტს მუშაობას და თუ ამ დროს გარეთ ხართ, სახლში ან ფეხით, ან იმ გამოტენილი ავტობუსით უნდა დაბრუნდეთ, რომელიც ნახევარ საათში ერთხელ დადის. კონცერტიდან გამოსულები სწორედ ამ ფაქტს შევეჯახეთ. ღამის 12 საათი იყო და გზაზე უამრავი… Continue reading სტამბოლის დღიურები, ნაწილი 5

სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 4 (ლაივი)

დადგა ნანატრი შაბათი დღე. არასდროს არ გამიგია მოლას ხმა და ძალიან მინდოდა დილით ტრადიციული მაღვიძარას ნაცვლად მას გავეღვიძებინე. მაგრამ, ისე გათიშულს მეძინა, რომ მთელი მუსულმანური სამყაროს მოლების ერთობლივი ლოცვა ვერ გამომაფხიზლებდა. საბოლოოდ, ეს დიადი მისია დათომ იტვირთა საკუთარ თავზე და კარის მოჯახუნებით წამოგვყარა ფეხზე. ორი საათისთვის იანა, ალექსი და გიორგი უნდა ჩამოსულიყვნენ. მანამდე დრო გვქონდა,… Continue reading სტამბოლის დღიურები, ნაწილი 4 (ლაივი)

სტამბოლის დღიურები

სტამბოლის დღიურები, ნაწილი 3

ჩვენს სასტუმროს Cordial house ერქვა, რომელსაც შესაბამისი კითხვაც ამშვენებდა:  ჰოსტელში სამი საათისთვის მივედით, დავყარეთ ჩანთები და დავეყარეთ ჩვენც. გარეთ საკმაოდ ცხელოდა და გულით ვინანე, რომ ჯინსებით ვიყავი წასული. სტამბოლი ძალიან  ხმაურიანი ქალაქი აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი ჩვენი უბანი, სადაცმ უამრავი ტურისტი ირეოდა და ათასნაირ ენას გაიგებდით. ერთსაათიანი შესვენების მერე პეპერსების ლაივის ბილეთების ასაღებად წავედით. Biletix-ის ოფისი… Continue reading სტამბოლის დღიურები, ნაწილი 3