დასახარისხებელი პოსტები

სიფსიხე

მე და სანდრო ახალ მზიურში ვართ. დიდი სკეიტ პარკია გახსნილი და იქ უყვარს ბაიკის ტარება. რამდენიმე ბიჭი გიჟებივით სკეიტობენ. ყირაზე გადადიან, შლაახ შლუუხ, სერიოზულ ტრიუკებს აკეთებენ. მერე ღრიანცელით ჯდებიან გვერდით, ფრჩხილებამდე დატატუირებული ხელებით ხსნიან ზურგჩანთებს, იქიდან იღებენ გაფცქვნილ (!) ვაშლებს და პირსინგიანი ტუჩებით ხმამაღლა კბეჩენ. ჰო, კიდევ წყალს აყოლებენ. რა სიფსიხეა არა? სამყარო შეიშალა, ხალხო!… Continue reading სიფსიხე

დასახარისხებელი პოსტები

oh wow

ჩემი პატარა ბლოგი ჩემი პატარა, სულელი, საყვარელი ბლოგი. გაშიშვლებული ემოციები და ჩემი ის ნაწილი, რომელიც, მგონი, ჩემს მეტი არავინ იცის (ნუ, პოტენციური ბლოგის მკითხველების გარდა, რომლებიც მგონია, რომ აღარც არსებობენ). აი ასე, გავისვი სიტყვებს ჰაერში და იფარფატებენ ისე, რომ ვერავინ წაიკითხავს ჰმმმმ რატომ მომინდა დაბრუნება? რაღაცნაირად მოსაუბრეც აღარ შემრჩა არავინ. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ… Continue reading oh wow