დასახარისხებელი პოსტები

დეპრესიის ქრონიკები

მოხდა ისე, რომ არასწორ გარემოში მოვხვდი და ჩემი ნაკოწიწები სტაბილური სიმშვიდე ისევ ჩამოინგრა. წამლებს ისევ ვსვამ და, ალბათ, ამიტომ არ ვგრძნობ თავს იმაზე ცუდად, ვიდრე ვგრძნობ. რეალურად, ალბათ მეტად ცუდად ვარ, უბრალოდ, არ ვიცი. მთელი დღე წოლა და ძილი მინდა. ღამეც მძინავს გათიშულს განურჩევლად იმისა, თუ რამდენი მეძინა დღისით. ყოფილა დღეები, როცა დღისით ორჯერ დამიძინია.… Continue reading დეპრესიის ქრონიკები

დასახარისხებელი პოსტები

2021

მგონი, ჩემს ცხოვრებაში 2021 ყველაზე რთული წელი იყო. ეს იყო შფოთვით, ტკივილით, ნერვიულობით, დეპრესიით, მარტოობით სავსე 1 წელი. მაგრამ კარგიც მოხდა. მშველელი ხელი გამოჩნდა და ჩავეჭიდე. ახლა 27 დეკემბერია და ამ პოსტს რომ ვწერ სიკვდილი აღარ მინდა, ხვალინდელი დღის გათენება გულს არ მიხეთქავს და, უბრალოდ, ვცხოვრობ. მართალია ეს ყველაფერი, უდიდესად, წამლების დამსახურებაა, მაგრამ who cares!… Continue reading 2021

დასახარისხებელი პოსტები

ისევ დეპრესია

ბოლო ჩანაწერი 2020 წლის სექტემბერში მაქვს გაკეთებული. ისევ ავად ვარ, ხალხო. ვერ განვიკურნე. იმაზე ცუდად ვარ, ვიდრე ვიყავი. ასე მგონია ჩემი ცხოვრება გადის და მე გვერდიდან მუქი სათვალით ვუყურებ. სინამდვილეში ყველაფერი ფერადია, მე ვხედავ ბნელად, იმიტომ, რომ სახიდან იმ სათვალეს ვერ ვიგლეჯ. და მაინც, მაინც მჯერა, რომ უკეთ გავხდები. ახლაც გადავხედე ძველ ჩანაწერებს-რა კარგი და… Continue reading ისევ დეპრესია

დასახარისხებელი პოსტები

ცოტა მუქად

პანდემია ზაფხულში არც ისე ცუდი გამოდგა. შევძელი სანდროს რაჭაში მთელი ერთი თვით (თუ ცოტა მეტით) წაყვანა. ჩემი ბავშვობის სახლის ყველაზე გრილი ოთახიდან ვმუშაობდი და ცალი ყური სანდროსკენ მქონდა. რაჭაში, შედარებით, ამოვისუნთქე. უკეთ გავხდი, ხშირად მქონდა მომენტები, რომ აქ და ახლა კარგად ვიყავი. რაჭის ძველი სახლი ჩემს safe place-ად იქცა, სადაც მსოფლიოში ატეხილ ამ სიგიჟეს საიმედოდ… Continue reading ცოტა მუქად

დასახარისხებელი პოსტები

me, myself and I

გუშინ რაღაც ფერსონალითი ტესტს ვაკეთბდი და იქ იყო კითხვა – ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენად მარტოსულად გრძნობთ თავსო. 10 ან 9 შემოვხაზე, თითქმის მუდმივად-მეთქი. მარტოსულობა იქით იყოს და ამ ბოლო დროს საკუთარი თავის ისეთმა მზარდმა სიზულვილმა მომიცვა, ხანდახან ამ წამლეკავი გრძნობის მეც კი მეშინია. ვერაფერს ვეღარ ვიტან ჩემში, ყველაფერი მაღიზიანებს, არაფერი მომწონს-არც თმა, არც სხეული, არც სახე,… Continue reading me, myself and I

დასახარისხებელი პოსტები

12 მარტიდან

მარტის შუა რიცხვებიდან, პირობითად, 12 მარტიდან ჩემი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. მანამდე გამოიყურებოდა ასე: ვიღვიძებდი 07:30, ვიცვამდი, ვსვამდი ყავას, ვასაუზმებდი (ხან ვერ ვასწრებდი) სანდროს. 08:30 მოდიოდა ძიძა ლიკა და მე სამსახურში მივდიოდი. ვჯდებოდი მანქანაში, ვაჟას ძეგლთან ვაპარკინებდი, იქ ერთ გარემოვაჭრეს ვემეგობრებოდი, მოვიკითხავდი და ავდიოდი სამსახურში. ხანდახან იქვე გავივლიდი დანკინ დონატში და ჰერკულესიან თუ რაღაციან საუზმეს ვყოდულობდი.სამსახურში… Continue reading 12 მარტიდან

დასახარისხებელი პოსტები

დედის სუნი

დედა, ალბათ, ყველას უყვარს. დედაჩემი სულ მიყვარდა, ცხადია. უბრალოდ, ამ ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ არაცნობიერ-შეგრძნებების დონეზეც როგორ მიყვარს. დედაჩემს ჰქონდა ძველი, არაფრით გამორჩეული საწოლი. დაბალი იყო, შუაში ჩაზნექილი, მაგრამ ყველაზე ტკბილად და გემრიელად იმ საწოლზე მეძინა. დავდებდი თუ არა ბალიშზე თავს ეგრევე ტკბილ სიზმრებში მივდიოდი. მერე ეს საწოლი გადავაგდეთ და დედა სხვა საწოლზე გადაწვა. წინა… Continue reading დედის სუნი

დასახარისხებელი პოსტები

სიფსიხე

მე და სანდრო ახალ მზიურში ვართ. დიდი სკეიტ პარკია გახსნილი და იქ უყვარს ბაიკის ტარება. რამდენიმე ბიჭი გიჟებივით სკეიტობენ. ყირაზე გადადიან, შლაახ შლუუხ, სერიოზულ ტრიუკებს აკეთებენ. მერე ღრიანცელით ჯდებიან გვერდით, ფრჩხილებამდე დატატუირებული ხელებით ხსნიან ზურგჩანთებს, იქიდან იღებენ გაფცქვნილ (!) ვაშლებს და პირსინგიანი ტუჩებით ხმამაღლა კბეჩენ. ჰო, კიდევ წყალს აყოლებენ. რა სიფსიხეა არა? სამყარო შეიშალა, ხალხო!… Continue reading სიფსიხე

დასახარისხებელი პოსტები

oh wow

ჩემი პატარა ბლოგი ჩემი პატარა, სულელი, საყვარელი ბლოგი. გაშიშვლებული ემოციები და ჩემი ის ნაწილი, რომელიც, მგონი, ჩემს მეტი არავინ იცის (ნუ, პოტენციური ბლოგის მკითხველების გარდა, რომლებიც მგონია, რომ აღარც არსებობენ). აი ასე, გავისვი სიტყვებს ჰაერში და იფარფატებენ ისე, რომ ვერავინ წაიკითხავს ჰმმმმ რატომ მომინდა დაბრუნება? რაღაცნაირად მოსაუბრეც აღარ შემრჩა არავინ. და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ… Continue reading oh wow

დასახარისხებელი პოსტები

#

ფილმებში როა, მთავარი გმირი რომ რაღაცას ვერ პატიობს თავს და მერე ეს განცდა რომ თავს არ ანებებს და ამბები. ეგრე დამემართა. სადაც საჭირო იყო, იქ არ ვიყავი. როცა საჭირო იყო, მაშინ არ ვიყავი. ძალიან მინდა იანვრის პირველი ორი საშინელი, მძიმე კვირა გონებიდან წავშალო. საავადმყოფოში მილიონჯერ მოვხვედრილვართ, მართლა სათვალავი ამერია უკვე, თუ რამდენჯერ ვიწექით. მიუხედავად იმისა,… Continue reading #