დასახარისხებელი პოსტები

Dad

გუშინ დამესიზმრა, რომ მამაჩემმა მითხრა, გარეთ გავისეირნოთ და ნაყინი ვჭამოთო. სიზმარშივე გამიკვირდა-გარეთ ლამის ერთი წელია აღარ გასულა, ერთადაც არასდროს გვისეირნია. მაგრამ კარგი იყო, ბევრი ვილაპარაკეთ. გამეღვიძა. საღამოს მითხრა, რომ ამდენი დაავადების ფონზე პენსია ეკუთვნის და უნდა აიღოს. ეს დიდი კონტრასტი ძალიან არ მომეწონა. ბლაჰ Advertisements

დასახარისხებელი პოსტები

Back

ყველა სახლშია ერთი ისეთი ოთახი, სადაც ყველაფერს ზედმეტს ინახავენ და თვითონ არასდროს არ არიან. ჩვენც გვქონდა ერთი ასეთი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კაბინეტად ვაქციეთ. საწერი მაგიდა დიდია, მეც და ლევანიც თავისუფლად ვეტევით. ისეთი სიტუაციაა, რომ ძალაუნებურად სამუშაო განწყობაზე მოდიხარ. და წერა გინდება. ახლა რეფერატს ვწერდი. მერე უცებ ის საკითხი ამომიტივტივდა თავში, რაც ბოლო თვეა საშინლად… Continue reading Back

დასახარისხებელი პოსტები

ბაბუს

გახსოვს, პატარა რომ ვიყავი და წერილებს რომ გწერდი? რამდენიმე წერილი კომოდის უჯრებში ვიპოვე: არათანაბარი ასოებით და პრიმიტიულად დაწერილი. გწერდი, რომ მენატრებოდით შენ, ბებო, ჩემი გოჭები და ქათმები. გპირდებოდი, რომ მალე ჩამოვიდოდი. ამ წერილების დაწერიდან ოცი წელია გასული. მაგრამ მე მაინც ჩამოვდივარ. მერე რა, რომ იქ თქვენ არ მხვდებით. ყველა ბალახი, ყველა ნივთი თქვენითაა გაჟღენთილი და… Continue reading ბაბუს

დასახარისხებელი პოსტები

ყურძნის ფრეში

რამდენიმე დღის წინ ერთ ჩემ  მეგობარს ეწერა, რომ ყურძნის ფრეში გააკეთა და ძალიან მოეწონა. რა საშინელება იქნება. არასდროს დავლევ.

დასახარისხებელი პოსტები

კვირადღე

კვირაა. ნეშენალს ვუსმენ და რაღაცას ვთარგმნი. სახლში მარტო ვარ. გარეთ გრილა, წვიმს. ოთახში არეულობაა, საუზმის შემდეგ არ დამილაგებია. ყველაფერი სულერთია: რასაც ვუსმენ, რასაც ვთარგმნი და ისიც, ოთახში ყველის სუნი რომ დგას და ქლიავს ბუზი აზის. რაღაც საოცარ მარტოობას ვგრძნობ. არამარტო დღეს, უკვე კაი ხანია. ბოლო პერიოდში ამის გამო შეშფოთებაც დავიწყე. ჩემს მეგობრებთან უხილავ მესიჯებს ვაგზავნი,… Continue reading კვირადღე

დასახარისხებელი პოსტები

სუნთქის შეკვრა

ორ რამეზე შემეკრა სუნთქვა: როდესაც ვენეციის სადგურიდან გამოვედით, ხიდზე დავდექით და მიმოვიხედე: საოცრად ლამაზი იყო! როდესაც თურქეთში კლეოპატრას აუზში ჩავედი: ძალიან თბილი და მწვანე წყალი, ფსკერზე დალექილი ქანდაკებებით! როგორ მინდა ეს სია გაგრძელდეს ❤

დასახარისხებელი პოსტები

Memory glimpse

ერთხელ რკონში წავედით. ღამე კარვებში გვეძინა. დილით გამოვძვერი გარეთ და ვხედავ, რომ ჩემი შეყვარებული კოცონზე რკინის ჭიქაში ყავას მიდუღებს და მიღიმის, ახლა მაინც ხომ ვეღარ მეტყვი რომ დილით შენთვის ყავა არ მომირთმევიაო. ეს ჩემი ხელი არაა, მაგრამ ის იყო ყველაზე გემრიელი ყავა, რაც კი ოდესმე დამილევია ❤