უაზრო პოსტები

ნაცრისფერი პოსტი

ცუდი ამინდი ჩემს განწყობაზე ბავშვობიდან ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. თუ გარეთ წვიმდა და ქარი იყო, მეც არაფრის ხალისი არ მქონდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ არ შეიძლება ასე იყო დამოკიდებული შენგან დამოუკიდებელ რაღაცებზე და მას მერე ვცდილობ ამინდის მიუხედავად კარგ ხასიათზე ვიყო.

აი, დღეს არ გამომდის.  მგონი, პირველად მიხარია ის, რომ სამსახურში ჩვენს ოთახს ფანჯარა არ აქვს-დიდი ვერაფერი სიამოვნებაა ნაცრისფერი დღის და ჟინჟღლი წვიმის ყურება. შესვენებაზე მომიწია გარეთ გასვლა და ოფისში დათრგუნული დავბრუნდი. კარმასაც მეტი რა უნდა, ერთხელ დაინახავს ნეგატივს და ჩაიხვევს. ჰოდა, მთელი დღე რაღაც უღიმღამოდ მიდის.

იმედი მაქვს, საღამოს მაინც შევძლებ კარგ განწყობაზე მოსვლას. და საღამოს გეგმებიც გაამართლებენ.

ჰო, მართლა-დღეს გაზაფხული მოვიდა. და ფესიბუქზე “გაზაფხული მოვიდა” სტატუსებს “აუ წაიღეს ტვინი ამ გაზაფხულის მოსვლით” სტატუსებმა გადააჭარბა🙂

563209_606358062712348_683762030_nმაგრამ, მაინც მოვიდა გაზაფხული და მალე მზიურთან  ნუშიც აყვავილდება❤

2 thoughts on “ნაცრისფერი პოსტი

  1. და ტყემალიც🙂

    საშენო პოსტი დავწერე და შემოიჭყიტე ერთი, როგორც კომპეტენტურმა ადამიანმა🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s