დასახარისხებელი პოსტები

როგორ დამესიზმრა ჩემი ქმარი

ამბობენ, საქმრო რომ დაგესიზმროს მარილიანი კვერები უნდა შეჭამო და დაიძინოო. თუ, მარილიანი კვერები უნდა შეჭამო და გზაჯვარედინზე წახვიდეო. მოკლედ, ორივე ვარიანტში მარილიანი კვერები დომინირებს,

სწორედ ასეთი კვერები გავაკეთე გუშინ. საერთოდ არ გამხსენებია საქმროსა და ძილის ამბავი, ჩემი ჭკუით, ლუდზე დასაყოლებელი ნამცხვარი გამოვაცხე, რეალურად კი-საზიზღრობა. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ასეთი შეფასება დაიმსახურა ჩემი არმატურელებისგან. მთელი საღამო დამცინოდნენ და მეც, მათ ჯინაზე, მთელი საღამო ამ მარილან კვერებს ვჭამდი.

ღამე გოგოები მარტო დავრჩით. ქეთიმ მალე დაიძინა, მე, ანუკი და ელენე კი ჭორაობას შევყევით: ბინის ინტერიერიდან დაწყებული ბიჭებით დამთავრებული ყველაფერი მიმოვიხილეთ და როცა საუბრის ყველაზე არსებული თემა ამოვწურეთ, ჩვენ-ჩვენ ლოგინებში დავიშალეთ.

ჰოდა, აქ გამოდის წინა პლანზე ძველი თქმულება საქმროებისა და მარილიანი საჭმელების შესახებ. ჩემი ქმარი დამესიზმრა. არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენს ბინაში ვიყავით და ფერებს ვარჩევდით. მართალია, რაღაც გაურკვეველი მიზეზების გამო ბებიამისიც იქ იყო, მაგრამ მაგაზე ახლა ნუ ჩავიციკლებით🙂 ჰოდა, ვარჩევთ ეს მე და ჩემი ქმარი ფერებს და ძალიან ბედნიერები ვართ. მაღალია, ცოტა გრძელი თმები აქვს, მოჟღალო-მოყავისფრო. ძალიან სიმპატიურია და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ის შეგრძნება, აგერ, ახლაც მომყვება.

ეს იდილია ქეთის კარის ჯახუნმა შემაწყვეტინა. გავიღვიძე და ყველას ვუამბე ჩემი მარილიანი კვერების და ქმრის ამბავი. დავცინე, რომ ასე უდიერად შეაფასეს ამ ნამცხვრის ძალა და იშ, მე დამესიზმრა ჩემი ქმარი, მაგათ კი-არა.

ამ ბედნიერების ვცხოვრობდი მთელი დღე, სანამ ელენემ მწარე სიმართლე არ მაჯახა: მაღალი ანუკი დამსიზმრებია, ჟღალი და მოგრძო თმებიანი-ელენე, ქეთის კი სამწუხაროდ ბებიის როლი ერგო🙂

ასე რომ, ნუ მიეძალებით საზიზღარ მარილიან კვერებს: არც ლუდზე დასაყოლებლად არ ვარგა და არც საქმროების დასასიზმრებლად, თურმე.

One thought on “როგორ დამესიზმრა ჩემი ქმარი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s