დასახარისხებელი პოსტები

Be positive

ქართულ რეალობაში პოზიტივის ნაკლებობაა. შევეჩვიეთ, რომ არაფერი არ ვარგა. ფაქტია, როგორ შეგეკამათოთ? არაპროფესიონალიზმი ყვავის, უნიჭობა ზეიმობს და ამ მაღალფარდოვანი სიტყვების რახარუხში სიმართლის დიდი წილია.
მაგრამ ხომ არსებობენ ადამიანები, ვისაც საქმე მართლა კარგად გამოსდით?
ან უკეთესობისკენ იცვლებიან?
რატომ დაგვიჩლუნგდა პოზიტივის აღქმის უნარი : (
ვაღიარებ:
რომ მომწონს თიკას და ვანოს წაყვანილი “ნიჭიერი”
რომ “ნანუკას შოუ” იხვეწება (ანუ დაიხვეწა)
რომ “მაკდონალდსში” ძალიან კარგი სერვისი აქვთ
რომ “ცხელი შოკოლადი” მართლა კარგი ჟურნალია
რომ ჩემი მეტყველების ლექტორი მართლა ძალიან კარგად მეტყველებს
რომ ქართული კინო ცოცხლდება და “გაღმა ნაპირი” განსაკუთრებულად კარგია
რომ “ავერსის” კლნიკაში მისვლის არ მეშინია და ძალიან საყვარელი ექიმები ჰყავთ
რომ ძალიან კარგი თაობა მოდის და ჩვენს წინას ბევრად ვჯობივართ
რომ რომ რომ
მეტი ახლა არ მახსენდება.
Be positive

7 thoughts on “Be positive

  1. რომ ბევრი ბავშვი იბადება.
    რომ იმატა ქველმოქმედებამ, ამის ერთ ერთი დადასტურება ვის უნდა20000-ში შემოსული ზარებია
    რომ ბევრი ახალგაზრდა სწავლითაა დაკავებული და არა ქუჩით
    რომ ცხელი შოკოლადი მართლა ძააააააალიან კარგი ჯურნალია
    რომ არსებობენ ისეთუ ექიმები როგორიც ჩემი გინეკოლოგი პაატა მახარაშვილია
    რომ ბევრ ახალგაზრდა უყვარს თავისი ქვეყანა და პატრიოტიზმი მხოლოდ გულზე მჯიღის დაკვრა არ ჰგონია
    რომ არსებობენ შენნნაირ პოზიტივი ადამიანები;)

    მოოომწონხაააარ;)
    პ.ს ლესბო არ ვარ, ბლოგი მომწონს:))))))))

  2. რომ ძალიან კარგი თაობა მოდის და ჩვენს წინას ბევრად ვჯობივართ

    მართალია!
    ჩასარეცხები ვართ ჩვენე.
    და მერე დომესტოსი უნდა მოგვასხა დეზინფექციისთვის.

  3. ნანუკას შოუ კიდე კარგა ხანს ვერ დაიხვეწება და ,,ცხელი შოკოლადი” ადრე ბევრად კარგი იყო, ნიჭიერი კი გვაჩვენებს რომ მიჭიერად შეიძლება მაშინაც ჩაგთვალონ, როცა განსაკუთრებით მუტრუკი ხარ და ნიჭი არა,მარა ძალა გერჩის…
    მაგრამ ხოო, პოზიტივები საჭიროა, აი მალე ქარი ჩადგება, დაცხება და დახურულის მაგივრად ღია აუზზე დავიწყებ სიარულს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s