ყველაფერი ჩემ შესახებ

ჯანჯღარიზეიშნ

ვის შეგიძიათ რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ ფეხზე თამამად წამოდგომა და ბრძოლის გაგრძელება? ვინც არ უნდა იყოთ-მე მშურს თქვენი!

მე კი არ შემიძლია, ან მეზარება… უფრო ამ უკანასკნელს ვემხრობი. რთული პერიოდი მაქვს, არ დავმლავ. ნასტასიას ჰქონდა ამაზე პოსტი. იმდენად ნაცნობი იყო ტექსტი, რომ ჩემი დაწერილი მეგონა. მაგრამ პოსტს ჰეფი ენდი ჰქონდა, ეს კი ჩემთან ჯერ არ ჩანს : (
და რაც უფრო იგვიანებს, მით უფრო ვხავსდები.
ამ ბოლო დროს პირად ბლოგებს ვეტანები. და ძალიან მომწონს. საერთოდაც, ბლოგი პირადი უნდა იყოს, იმჰო. სტატიები ჟურნალ-გაზეთებში. მე კი მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი.
აი, თუ ერთი საქმე კარგად დაგვირგვინდება, ჩემს ბლოგს პირადად გამოვაცხადებ და საინტერესო ამბებს არ მოგაკლებთ : )
თუ არადა…
დაველოდებით მომავალ მიზნებს: )
Reader, kiss ya :*

6 thoughts on “ჯანჯღარიზეიშნ

  1. ე. ი. შენ ჩემი არ გშურს.
    არვიცი ეს უნდა მიხაროდეს თუ არა.
    მაგრამ თითიოეული დავარდნის შემდეგ ადგომა სასწალად მეძნელება.
    აი თუმდაც, ჩემი ახლანდელი მდგომარეობა🙂
    პირადი ბლოგი მეც მიყვარს, თან ძალიან. მაგრამ 2-3 დღის წინ დავხურე. იმიტომ, რომ ძალიან ცუდად ვარ და მთელი დღეები მხოლოდ ტირილს თუ მივმართავ. ასე რომ აღარ ვიცი უკვე რა სჯობს რას.

  2. რაც უფრო დახავსდები მით უფრო ძნელია დაიჯერო, რომ წარმატებებები რეალობაა. თან დახავსება ხშირად გარკვეულ კომფორტსაც მოიცავს და გიჭირს ხოლმე შენ თავს შემოუძახო, ადექი და გაინძერიო…

    ხოოდა, მოკლედ წარმატებები..
    და კდიე, ჩვენ ყველას გვიყვარს პირადი ბლოგები🙂

  3. შემოგიერთდებით მალე: ) აი ეგაა ზუსტად, ზიხარ ამ ხავსში და გეზარება გამოძრომა.
    გამოვძვრები მაინც :->

  4. იცი, რომ მე სულ ველოდები, როდის გაიხსნები და ბოლომდე გამოხატავ შენს ემოციებს. ხან იმაზე წერ, ხან – ამაზე და მგონია, რომ არ ვიცი, როგორია გოგო, რომელიც ამ ბლოგზე ცხოვრობს და Dissolved girl-ს ეძახის თავის თავს😉

  5. ჰო, მივედ-მოვედები, ჯერჯერობით : ) ალბათ დროთა განმავლობაში ვიპოვი ჩემს ნიშას ბლოგოსფეროში : )

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s