დ ი ე ტ ა

Day 6: უთხარი “არა” ცდუნებებს

დიეტის პირველ ეტაპზე იწყება საშინელება: ერთად გინდება ჩიფსები, ხაჭაპურები, ხინკლები, მაკდონალდსები, ნაყინები და ყველა ის ბოროტება, რომელიც ჩვენს მუცელსა თუ თეძოებში პოვებს ადგილს. გძინავს-საჭმელი გესიზმრება; გღვიძავს-სასუსნავებისკენ გაგირბის ხელი და ფიქრი; მარკეტში შეხვალ და მაწვნის მაგივრად ფუნთუშები გინდა რომ იყიდო (აქვე უფასო რეკლამა გუდვილის ფრანგულ ფუნთუშებს. ვინც ამ პოსტს კითხულობთ და დიეტაზე არ ხართ ხვალ ჩემს სახელზე ერთი ცალი შეჭამეთ) და ა.შ.
ეს ეტაპი რამდენიმე დღის წინ დამიდგა. გადავირიე ხინკალზე, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც არ მომდომებია. ვიძახდი, იქითა კვირაში რამდენიმე ცალს შევჭამ-თქო მაგრამ არა! არ დავეცემი ასე : )
ჩიზბურგერი მენატრება ძალიან, ორი ლულას კარტოფილი, პანეტერიას პიცა, ლუკა პოლარეს ნაყინები და გუდვილის სასუსნავები. მაგრამ ჯერჯერობით ვუძლებ.
ისე, დამიჯერეთ, საკამრისია რამდენიმე კვირა უარი თქვათ კონკრეტულ საკვებზე, რომ მერე აღაც გინდებათ მისი ჭამა. მაგალითად, თეთრი პური. უზომოდ მიყვარს. ყველაფერი მიყვარს, რაც ცომისგან მზადდება. მაგრამ წინა დიეტის მერე თეთრ პურს პრინციპულად აღარ ვჭამ. როცა ვხედავ ეგრევე ზედმეტი კილოგრამები და ქონები წარმომიდგება თვალწინ-რაღა მაჭმევს! იგივე დამემართა შაქარზე, დღემდე “სახარინით” ვსვამ ყავას.
მოკლედ, მთავარია გიყვარდეს შენი სხეული, როგორც თაამ თქვა. და მოუარო.
მისი მოვლა დილიდან დავიწყე, ვარჯიშზე ვიყავი. გავწყდით წელში. ვიხტუნავეთ, გავიჭიმეთ, გამოვიჭიმეთ, მუცლის პრესები ვაკეთეთ და ტრენაჟორები დავიპყარით. ძალიან დავიღალე, მეორე დღე იყო და სრული დატვირთვით ვივარჯიშე. აერობიკიდან ორი საათის განმავლობაში არ მიჭამია, მარტო გრეიფრუტის წვენს ვსვამდი (ისევ თათას რჩევით) და ტელევიზორს ვუყურებდი. მერე მაწვნიანი წიწიბურა (თუ წიწიბურიანი მაწონი) მივირთვი, უშაქრო ყავა დავლიე და ისევ წიწიბურა დავაყოლე🙂 ლექციებიდან დაბრუნებულმა შევჭამე ორი ნაჭერი მოხარშული ორაგული, ორი ცალი ვაშლი და ერთი გრეიფრუტი. ახლა ცოტა ტყემლის ტყლაპს ვწიწკნი და დილამდე არაფრის ჭამას არ ვაპირებ. იმედია, გავძლებ.
მოკლედ, ჯერჯერობით კარგი გოგო ვარ და ვამაყობ ჩემი თავით.
ჰო, მართლა: მწარე საყვედური ჩემს მეგობარ მამაკაცს, რომელიც ყოველ საღამოს დამათრევს სხვადასხვა გემრიელ ადგილებში და ხელს უწყობს ჩემი ფორმის დაკარგვას! თუკი ამ პოსტს წაიკითხავ, გაითვალისწინე, რომ ბანანები ჩემი რაციონიდან ამოვიღე და ახლა მანქანაში მწვანე ვაშლები დამახვედრე ხოლმე :* მიყვარხარ : )

6 thoughts on “Day 6: უთხარი “არა” ცდუნებებს

  1. ყოჩაღ ნატ, კარგი გოგო ხარ :*

    პ.ს სახარინს სად ყიდულობ? რამდენი ხანია მაინტერესებს და მეზარება გაგება😐

  2. sasargeblo Temaa😀
    megobar mamakacebs ufrtxildi, chemi momavali qmari rom gavicani, sanam colad gavkevi, 12 kilo movimate😀
    im 12-s mere orsulobidan shemorchenili 20 kiloc da… xom warmoidgine?

  3. მაგ გზას ვადგავარ მეც მგონი : )) იქით გასუქდნენ, დაგვანებონ თავი :-შ

  4. მეც ვდიეტობ.. :უსერ:

    60 კილო ვარ, და როგორც მეუბნებიან, ლოყა-ლოყაში მაქვს უკვე გაცობილი, 3 კილო დავიკელი..

    მაგრამ 55ზე მინდა დავდგე, იმის მიუხედავად, რომ თავი დიდი მექნება..😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s