უაზრო პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ინგლისური სიზმარი

გუშინ ღამით ცხოვრებაში ყველაზე კარგი სიზმარი დამესიზმრა.

ჩემს სიზმრებში, ზოგადად, საშინელებათა ჟანრი ჭარბობს. ხან რეალურად ცუდი სიტუაციები მესიზმრება, ხან ფანტასტიკური ურჩხულები და ხან ეშმაკები. მოკლედ, დილით სულ შეშინებული და გულგახეთქილი ვარ.

გუშინ კი გამიმართლა და ბედნიერმა გავიღვიძე. არა, ბედნიერმა კი არა, გულდაწყვეტილმა, რადგან ინგლისის მაგივრად ისევ ჩემს სახლში აღმოვჩნდი.

მაგიური სიტყვები “ინგლისი” და “ბრიტანეთი” ჩემს თაობას განსაკუთრებით უყვარს. უფრო დერზკად,  uk ^_^  ყველა ოცნებობს იქ მოხვედრაზე, ლონდონში გასეირნებაზე, სექს პისტოლზის სიმღეროს წაღიღნებაზე და რა ვიცი, რაზე აღარ. პირადად  მე ლონდონში ტურისტობას ცივ სტოკჰოლმში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ ჩემი მამიდაშვილები სწორედაც რომ ინგლისში ცხოვრობენ და სიზმარშიც მათთან ვიყავი სტუმრად ჩასული.

ბირმინგემში ჩასვლა ჩემს გეგმებში მართლაც არის. ეტყობა, ჩემმა ქვეცნობიერმა ეს სურვილი საიდანღაც ამოქექა. თან ისე, რომ ჩემს ცნობიერს არც კი შეატყობინა და სიზმრისთვის მოინარჩუნა. მეც პატიოსნად დავწექი, დავიძინე და უცებ  პატარა ოთახში აღმოვჩნდი. ავდექი და ფანრჯიდან გავიხედე. გამიხარდა, ნაცნობი პეიზაჟი რომ ვერ დავინახე და, რატომღაც, თოვლიანი უცნობი ქუჩა მიყურებდა. მაშინვე გადავწყვიტე ფოტო გადამეღო და ასე დამეწყო ჩემი პირველი დღე ინგლისში (არ მახსოვს, გადავიღე თუ არა). მერე ყველა ერთად გარეთ გამოვედით და სეირნობა დავიწყეთ.  უცებ თავში ყველაზე მაგარი, ყველაზე საინტერესო იდეა მომივიდა-ლონდონში წავიდეთ

ფული, რატომღაც, ლარში მქონდა. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურს ვეძებდი და თან იმაზე ვნერვიულობდი, რატომ წამოვიღე ფული ლარში-თქო. და ყველაზე epic: დავითრიე ლეპტოპი და ჩემს უფროსს ვწერ, სამსახურში ერთი კვირა ვერ მოვალ, ინგლისში ვარ-მეთქი. ამ დროს კი მამიდაჩემი რაღაცას აცხობდა და მე ჩემებთან ვიყავი.

მოკლედ, ძალიან თბილი და ამაღელვებელი სიზმარი იყო. და მართლა მაგრად დამწყდა გული, რომ გამეღვიძა და ისევ თბილისში ვიყავი : (

3 thoughts on “ინგლისური სიზმარი

  1. ეჰ სად აღარ ვყოფილვარ სიზმარში, რომელი კონტინენტი აღარ შემომივლია🙂 ბოლოს ლას ვეგასში ვიყავი და კაზინოში ვთამაშობდი🙂

  2. ასე გულით გინდა? მაშინ მართლა წახვალ : )) მითუმეტეს, უკვე მუშაობ კიდეც ^_^

  3. წავალ, ალბათ. იმედია, წინასწარმეტყველური სიზმარი იყო.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s