პრობლემური პოსტები · უნივერსიტეტი

ხელნაწერთა ღაღადი

ადრე რომელიღაც ჟურნალში უმბერტო ეკოს სტატია წავიკითხე, სადაც ის კალოგრაფიის საკითხებზე და ხელით წერის ჩვევის დაკარგვის საფრთხეზე წერდა. იმ დროისთვის უკვე მეც “საფრთხის” ქვეშ ვიყავი, დღეს კი ეს სტატია მთლიანად ჩემზეა.

გუშინწინ გამოცდა ვწერე. დაგვირიგეს თაბახის სამი ფურცელი და უნდა გაგვევსო. ვგრძნობდი, რომ იდეები მომდიოდა, მაგრამ ქაღალდზე გადმოტანა მეზარებოდა, ხელი მეღლებოდა, მაჯა მტკიოდა.. აზრებს ვკვეცდი, ვამოკლებდი, შინაარსს გადმოვცემდი და მოკლედ ვაყალიბებდი. ეს ყველაფერი კი მარტო იმიტომ, რომ ხელით არ მეწერა და მალე დავხსნოდი ამ სატანჯველს : )

და მაშინ დავფიქრდი პირველად: ახლა რომ ლეპტოპი დამდიგან წინ და ეს ყველაფერი ვორდის ფაილში ამაკრეფინონ, გაცილებით უკეთეს ქულას მივიღებდი და უფრო თავისუფლადაც ვიმსჯელებდი-მეთქი ( ისიც გამახსენდა, რომ ჩემი დღიურების წერის მრავალწლიანი ტრადიცია ჯერ შესუსტდა, მერე კი საერთოდაც გაქრა).

დღეს მარტო ყვითელ სტიკერებზე მიწევს რაღაცის ჩანიშვნა და რამდენიმე განაცხადის ხელით შევსება. ყველაფერმა დანარჩენმა ციფრული ხასიათი მიიღო და წკაპ-წკუპ რეჟიმში კალმიდან კლავიატურაზე გადაინაცვლა.

იმედი მაქვს, რომ მალე გამოცდებსაც ვორდში ავკრეფთ და ყველანი უფრო პროდუქტიულნი ვიქნებით ^_^

4 thoughts on “ხელნაწერთა ღაღადი

  1. ჩემი ტკივილია ხელით წერა, კარგია რომ უნი დავამთავრე. მეზარება ხელით წერა, კალიგრაფიაც გამიფუჭდა🙂 იმედია გამოცდები კომპზე მოგიწევს, წარმატებები.

  2. ხელწერა საშინელი მაქვს. ნუ, არც ადრე მქონდა ლამაზი, მაგრამ ახლა ძალიან გამიფუჭდა😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s