ყველაფერი ჩემ შესახებ

In a moment of peace

თქვენი არ ვიცი და მე, პირადად, ცხოვრების ყოველდღიური რიტმისგან საშინლად ვიღლები. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც ენერგიის უშრეტი მარაგი აქვთ და ყველაფრისთვის მუდამ მზად არიან? ჰოდა, მე ასეთი არ ვარ და ჩემი მარაგის შევსება პერიოდულად მესაჭიროება.

მაგალითად, დღეს. ისეთი დღეა, როდესაც ყველა ერთმანეთთან მიდის და ქეიფობს. ქეიფი დიდად არ მიყვარს, მხოლოდ მეგობრებში, ისიც იშვიათად. ამიტომ, დავრჩი სახლში და იდეალური საღამო მოვიწყე.

პირველ რიგში, დავიწყე ფილმების გადმოწერა. სანამ იტვირთებოდა, თავში გენიალური აზრი მომივიდა: რატომ არ ვაქციო ზურგი ტრადიციულ საახალწლო მენიუს, არ გავვარდე გუდვილში და არ შევიძნო ბოთლი ლუდი და ჩიფსები?

ასეც მოვიქეცი:

შუქი ყველა ოთახში ჩავაქრე, ტელეფონები გამოვრთე და The Dreamers ჩავრთე.

მიყვარს ასეთი საღამოები, როდესაც მე და წიგნი, მე და ფილმი, მე და მუსიკა მარტო ვრჩებით და არავინ ამქვეყნად ხელს არ გვიშლის.

ასე ივსება ჩემი ენერგიის მარაგი.

2 thoughts on “In a moment of peace

  1. შენ ის არ ხარ, ფეისბუქზე რომ ქიშმიშის, ნუშის და ნიგოზის კალორიები დამითვალა? ზიხარ და ლუდს ჩიპსებს აყოლებ თუ პირიქით??? :პ

  2. ჰოდა ლუდს რომ ჩიფსებს ვყოლებდი იმიტომ ვითვლი ახლა ნუშებს, მიწია ცოდვებმა🙂🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s