დ ი ე ტ ა · დასახარისხებელი პოსტები

ბოლო დღეების ქრონიკა

წყალი მეორე დღეა, რაც არ მაქვს. უკვე ისტერიკა მჭირს. დახვავებული ჭურჭელი ნერვებს მიშლის და გაუქმებულ შხაპსაც დიდი ბოღმით ვუყურებ.
დიეტა გრძელდება, ვარჯიშიც. დავიღალე და დავსუსტდი, აშკარად უფრო მეტი უდნა ვჭამო. აქტიური ვარჯიში და მკაცრი დიეტა შეუთავსებელი ყოფილა (ამაში გუშინ, კიბეზე დაგორების დროს დავრწმუნდი).
გუშინ პირველი გესთ პოსტი დავწერე და ლამის ვინანო. რამდენიმე ადამიანის კომენტარმა ძალიან გამაღიზიანა და თავი ძლივს შევიკავე, რომ მთელი ბოღმა არ გადმომენთხია. გასაგებია, რომ ბლოგის ავტორის პოსტების ხილვა სურთ, მაგრამ ბლოგის ავტორი ხომ თვითონ წყვეტს ვის რა დააწერინოს? ელემენტარული ეთიკაა. ჰოდა, ამ დებილური მოვლენების ფონზე ძალიან გავბრაზდი. მეორედ მსგავსი პოსტის დამწერი არ ვარ : )
თქვენი დანევროზებული, უწყლო და მშიერი
Dissolved Girl

3 thoughts on “ბოლო დღეების ქრონიკა

  1. ნატ, მეტი საკვები გჭირდება :* არ შეიძლება ნოყიერი საჭმელის საერთოდ გამორიცხვა, ხილი და ბოსტნეული საკმარის ენერგიას ვერ მოგცემს.

    ხოდა, კომენტარებს რაც შეეხება, იქ დავწერე უკვე და აქაც გეტყვი – შენი პოსტი ბოლო არის და ამიტომ მოხდა რომ ასე წერენ, თორემ ნებისმიერ სხვას რომ დაეწერა გესთ-პოსტი, ამ შემთხვევაშიც ასე იტყოდნენ. თუმცა რა თქმა უნდა გასაღიზიანებელი არის და ეცადე, ყურადღება არ მიაქციო🙂

  2. აღარც მახსოვდა : ) ნატალიას ჰქონდა თავის ბლოგზე გესთ-პოსტების კვირეული კი არადა თვეული. ჰოდა, ბოლოს მე მთხოვა და ჩემს პოსტზე ყველამ დააკომენტარა ნატალიას პოსტები გვინდა და გვენატრებაო :):) თავიდან გავბრაზდი ლოლ :)))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s