დ ი ე ტ ა · ყველაფერი ჩემ შესახებ

დამსახურებული ჩიზი

ბლოგი, ცოტა არ იყოს, მივივიწყე. ცუდ ხასიათზე ვიყავი და არ მინდოდა, რომ ეს გრძნობა აქაც გადმომეტანა. მოკლედ, ახლა კარგად ვარ, მხნე და მხიარული🙂 ამიტომ, მოგელსამებით, ჩემო მკითხველებო :*

პასკებმა და სხვადასხვა გემრილობებმა დიეტა დამირღვია. მაგრამ, ვთვლი, რომ უმნიშვნელოად. რამდენიმე ნაჭერი პასკა და ხაჭაპური (ისიც დღისით) კატასტროფა არაა.  კლების პროცესი ნელ-ნელა მიდის. არ ვიწონები. ველოდები, როდის ჩავიცვამ ჩემს დავიწროებულ შარვლებს თავიდან.

კარგი ამბები მაქვს. როგორც იქნა : ) დიდი ხანია, რაღაც გამორჩეულად კარგი არ მომხდარა. გახსოვთ ადრე რომ ვწუწუნებდი?  ჰოდა, მუშაობა დავიწყე : ) არა ჟურნალსიტიკაში, სამწუხაროდ. მაგრამ, იმედი მაქვს, რომ ეს საქმეც გამოვა. ასე რომ, სტიმული, ენერგია და ხალისიანი განწყობა ბლომად მაქვს.

დილა ვარჯიშითა და დაჭიმული მხრით დაიწყო. იქიდან გავქანდი ოფისში, სადაც სამი საათი შემოვრჩი. სამ საათამდე მშიერი ვიყავი😦  იქიდან გამოსულმა კი გადავწყვიტე თავი გამენებივრებინა და ჩიზბურგერები მივირთვი. ხაჭო და ყველი არანაირად არ მეყოფოდა, ისეთ დღეში ვიყავი.

ჰო, მართლა:  ერთ საღამოს ძალიან მოწყენილი ვიყავი და უსაქმურობისგან აიზეკის სააპლიკაციო ფორმა შევავსე. დღეს დამირეკეს და მეორე ტურში გახვედიო🙂 თუ ვინმეს რამე გამოცდილება გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, გელით.

გკოცნით, თქვენი Dissolved Girl

5 thoughts on “დამსახურებული ჩიზი

  1. gilocaaaaaaav mushaobis dawyebas, dzlian magari siaxlea.
    aizekis programis gonze ar var :)))))

  2. აუ მე კიდევ ეგ გემრიელი “რეზინები” მომინდა, სურათზე რომაა😐 ისე მიყვარს, გერმანიაში იმდენს ვჭამდი. არადა აშკარად არაჯანსაღი სასუსნავებია, საღებავებიანი და მაინც მიყვარს, უგემრიელესები.

    ჰოდა, დღისით თუ ჭამდი, ეგ არაფერია😉

  3. ტკბილი არ მიყვარს, საერთოდ, ასეთი მაიმუნობები მითუმეტეს🙂 მაგრამ ისეთი ლამაზი და საყვარელია ვიზუალურად, რომ მინდება :->

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s