დ ი ე ტ ა · ყველაფერი ჩემ შესახებ

ახალი მსოფლიო წესრიგი

არა, ახალი მსოფლიო წესრიგი  არ ჩამოყალიბებულა, მე ჩამოვუყალიბე ჩემს თავს ახალი რეჟიმი.

პატარა რომ ვიყავი მინდოდა, რომ ძალიან მალე გავზრდილიყავი: მეკეთებინა ის, რაც მინდოდა და, რაც მთავარია-როცა მინდოდა. ვერ ვიტანდი დილით ერთი და იგივე დროს ადგომას, ერთი და იგივე დროს ჭამას, ერთი და იგივე დროს დაძინებას…

მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ურეჟიმოდ ცხოვრება საშინელებაა და ბედნიერია ის, ვისაც გამომუშავებული აქვს ცხოვრების რიტმი.

დღეიდან: ვიღვიძებ რვის ნახევარზე, რვას რომ 15 აკლია ვიკეთებ ყურსასმენებს და გავდივარ გარეთ სასეირნოდ. ნახევარი საათი დავდივარ სწრაფი ნაბიჯებით, ისეთით, რომ ოფლიანდები და ფეხის კუნთები რომ გტკივდება. მერე მოვდივარ სახლში, ვატრიალებ ჰულა-ჰუპს ერთი ათი წუთით და ვსვამ ყავას, ვემზადები ბლა/ბლა და ათის ნახევარზე სამსახურში მივდივარ.

ჰო, მართლა, კალორიებს  ვითვლი. საუზმეზე ასოცდაათი კალორია მაქვს მიღებული, დამრჩა ათასი🙂

აწი 12 საათზე დავიძინებ და, რაც მთავარია-არანაირი კომპიუტერი არასამუშაო დროს! წიგნები და მაქსიმუმ ჩემი საყვარელი სერიალის ერთი სერია : )

ვნახოთ, როგორ გავქაჩავ❤

One thought on “ახალი მსოფლიო წესრიგი

  1. ვაიიი, ჩემი არეულ-დარეული რეჟიმი გამახსენდა😦 დილით ადრე ვდგები ლექციების გამო, მარააა ღამე დაძინება არ მახსენდება😦 ვწვები მაშინ, როცა თენდება, მინიმუმ 5 საათზე. საშIნლად მიყვარს ღამე კითხვა, სწავლა და რა ვიცი, საჭმელის კეთებაც კი🙂 ჭამა ხო საერთოდ, დილით ვჭამ და მერე ღამის 12-ზე🙂

    სამსახური როგორ მომხვდააა🙂 როდის დავამთავრებ მაგისტრატურას, მეც რო თავისუფლად ვიმუშაოოოო😦 ეჰ, რა სამსახური დავკარგე ლექციების გამო😦

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s