დ ი ე ტ ა

Japanise it

ამ ბოლო დროს ადამიანებს ორად ვყოფ:

1) რომლებიც კარგად გრძნობენ თავს საკუთარი წონის ფონზე და იხდენენ

2)რომლებიც ცუდად გრძნობენ თავს საკუთარი წონის ფონზე და ვერ იხდენენ.

მე, სამწუხაროდ, მეორე კატეგორიაში გავდივარ. ისევ!!! არადა, წინა ჩანაწერების  მიხედვით მიზანს მივაღწიე და ზედმეტი კილოგრამები დავიფერთხე. მაგრამ ჩვენ ხომ არჩევანის წინაშე ვდგავართ: ან არ უნდა გავხდეთ, ან მთელი ცხოვრება წონა ვაკონტროლოთ. მე ვირჩევ მეორეს : ) და ვემხრობი დაკლებული წონის შენარჩუნების თეორიას, რომლის ასრულებაშიც სამსახურმა (<3)  შემიშალა ხელი: დამერღვა რეჟიმი და საკვების კონტროლი ვეღარ შევძელი. თან ნერვულმა სისტემამაც მიმტყუნა და საკუთარ თავს საჭმელების ერთი თვე მივუძღვენი (ზედმეტი კილოგრამებიც😐 )

ჩემი ახალი დიეტის შთაგონება მიშკა გახდა, ჩემი ჯგუფელი. მან ზუსტად ორი კვირის განმავლობაში შეძლო იაპონური დიეტის დაცვა და შვიდი კილოს დაკლება! როდესაც ვსვამდით, მიშკა რძეს მიირთმევდა. ვქეიფობდით და ფოლგიდან მოხარშულ თევზს ჭამდა.  გადავხედე ამ იაპონურ დიეტას. ძირითადად, სასარგებლო საჭმელებისგან შედგება: თევზი, ხორცი, ბოსტნეული, ხილი, რძის ნაწარმი… თან საკმაო რაოდენობით.

შევძლებ?

ჩემმა მეთოდმა გაამართლა: ბლოგზე დიეტის დღიურის წარმოება საკმაოდ ეფექტურია. უფრო პატიოსნად იცავ და მკითხველებისთვის ნედლი შედეგების გამხელა გინდა.

ასე რომ, წავიდა იაპონური დიეტა : ) უფრო სწორედ, ხვალ წავა. საღამოს კი დაწვრილებითი ცნობებით შემოგიერთდებით.

გკოცნით, თქვენი ზედმეტწონიანი (ჯერჯერობით!)  Dissolved Girl

7 thoughts on “Japanise it

  1. ეხ.. როგორ ვერ გაქაჩე :))

    რვის და არა შვიდის :))) + 2 ავინაზღაურე უკვე მაგრამ დანარჩენი ხო შემრჩა :))

    ეხ.. ტეხავს ან მთელი ცხოვრება დიეტაზე უნდა იყო ან დაიკიდო საერთოდ..

  2. hm, საინტერესო და გემრიელიც კიჩანს ეგ იაპონური დიეტა შეგიძლია ჩვენც გაგვიზიარო?

  3. დამიჯერე, ერთ–ერთი ყველაზე ძნელი და უგემური დიეტაა მსოფლიოში🙂 დავწერ შემდეგ პოსტებში და ვისაც გსურთ–დაიცავით : )

  4. შენ რომ გაქაჩე რა მერე🙂 ისევ იმატებ, ზედმეტად აღარ გინდა ტავის შეწუხება🙂 :შურიანი:

  5. ძნელია როცა ყველაფერს აიკრძალავ და სხვა ყველაერს ჭამს ის არ იმატებს შენ კი 10 დღიანი ან ცოტა უპრო მეტი ერთ თვიანი დიეტის შემდეგაც ვერ აღწევ იმ შედეგს რაც გინდა, მრავალ წლიანი დიეტების დაცვის შემდეგ მივხვდი რომ ვარჯიში ყველაფერს ჯობია.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s