პრობლემური პოსტები

ნუ მალოდინებ!

მეხუთე კლასში ქართულ ცეკვებზე დავდიოდი, ნინო კირვალიძე გვასწავლიდა.  ძალიან მკაცრი იყო, ძალიან. განსაკუთრებით, დაგვიანებებზე. რამდენიმე წუთით გვიან მოსვლასაც არ პატიობდა არავის. ჩვენ, რასაკვირველია, ძალიან ვწუხდით და ვწუწუნებდით, მაგრამ მაინც არ ვაგვიანებდით. ერთხელ გვითხრა, რომ გამომუშავებული პუნქტუალურობის გამო მისი მთელი ცხოვრება მადლობელნი ვიქნებოდით.

მას შემდეგ ათ წლამდე გავიდა, ნინოს სიტყვები კი ხშირად მახსენდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადმე დროულად მივდივარ და სხვების ლოდინი მიწევს. ეს კი, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება. ადამიანებს ძალიან უყვართ დაგვიანება. არ არსებობს, რომ დათქმულ საათს არ გადააბიჯონ და არ გაცდევინონ. ხანდახან სპეციალურად ვაგვიანებ, ვცდილობ მეც რამდენიმე წუთის მერე მივიდე, რომ ნაკლები ველოდო, მაგრამ-არა! მაინც ვზივარ და ტელეფონში Angry Birds-ს ვთამაშობ.

მარტო ნაცნობ-მეგობრები არ აგვიანებენ. წინა კვირას სხვადასხვა კოსმეტოლოგიური პროცედურების ჩატარება მინდოდა. წარბებზე ორ საათზე ვიყავი ჩაწერილი. მივედი ზუსტად ორზე და სხვა კლიენტი ჰყავს.

” უკვე მოხვედი? ჯერ რომ ადრეა?”

“არ არის ადრე, ორია”

“ჩემს საათში ადრეა. უი, წინ ყოფილა. რამდენიმე წუთი დამელოდე”.

“რამდენიმე წუთი” ნახევარი საათად იქცა😐

მეორე დღეს ფრჩხილების გაკეთება გადავწყვიტე და ისევ ორ საათზე (დაწყევლილი დროა) ჩავეწერე. მივედი დროულად, რა თქმა უნდა.

“რა კარგია, რომ დროზე მოხვედი. შენ გელოდებოდი. გამოვალ ახლავე”.

თქვა მან და შესვენებაზე გავიდა😐 აქაც ნახევარი საათი ვიცადე და ბოლოს განრისხებულმა კარს მივაშურე, სადაც შემომხვდა და გულუბრყვილოდ მკითხა, სად მიდიხარო. ვიფიქრე, წავიდე თუ დავრჩე? მერე ფრჩხილებზე დავიხედე და დავრჩი.

ოთხზე თმის შესაჭრელად ვიყავი ჩაწერილი. ჩემი დაგვიანებული ფრჩხილების გამო მანდაც ვაგვიანებდი და გიჟივით გავიქეცი პეკინზე. არ ვიცი, რა სასწაულით, მაგრამ მივასწარი. და ამ დროს მოდის სტილისტი და მთხოვს, ძალიან გთხოვ, ვიღაც მიზის და ნახევარ საათში მოგხედავო.  მანდ უკვე მწარედ გამეცინა. რას ვიზამდი? დაველოდე ის ოხერი ნახევარი საათი.

აი, ასე: ლოდინში დახარჯული საათნახევარი! ვითომ მე მოცლილი ვარ და იმის მეტი საქმე არ მაქვს, რომ სხვებს ველოდო.

რატომ არ ვცემთ ადამიანები ერთმანეთის დროს პატივს?

2 thoughts on “ნუ მალოდინებ!

  1. მეც ძალიან პუნქტუალური ვარ და ყოველთვის ლოდინი მიწევს. დიდი ძალისხმევა მჭირდება ხოლმე რომ ნერვები დავიმშვიდო ამ დროს : ))) რამდენჯერმე სპეციალურად დაგვიანება ვცადე და მაინც ადრე მივედი😀 ამიტომ მეგობრები გაფრთხილებულები მყავს ^^
    ვერ ვიტან ადამიანის ამ თვისებას😦

  2. ვერასდროს ვერ ვაგვიანებ, რაღაც შინაგანი მექანიზმი არ მაძლევს ამის საშუალებას. შეიძლება ადრე არა, მაგრამ ყოველთვის დროზე მივდივარ ყველგან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s