პრობლემური პოსტები

სხვისთვის ცხოვრება

ფეისბუქზე ყველა ვართ. ვინც არ ვართ, ვერ ვართ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცდა მიჩნდება იმ ადამიანის მიმართ, რომლებიც არ არიან ამ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულები. არადა, ამ ბოლო დროს ვფიქრობ, რომ სწორედ ისინი ცხოვრობენ თავიანთი ცხოვრებით, თავისთვის, და არა-ჩვენ.

554 ფრენდი მყავს. ჩემი ჩათვლით-555. ყველა თუ არა ნახევარი მაინც სრულ ისტერიკაში ვართ ჩავარდნილი: თაგები, ჩექ ინები, შეარები… მართლა სცილდება ნორმის ზღვარს. თითქოს ყველას გვინდა დავუმტკიცოთ, რომ ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან წარმატებულები და საინტერესოები, ასეთები, ისეთები…  არადა, უმეტესობა ხომ მართლა ვიცნობთ ერთმანეთს. და მაგრად გვეღიმება, როცა ასეთ wannabe სტატუსს წავაწყდებით : )

მარაზმია რა. ფეისბუქი თითქოს ჩვენი იდენტობა გახდა, განმსაზღვრელი. გააუქმებ და ხელები მანიაკალურად კრეფენ მისამართს და კარგად უგებ სიგარეტზე დამოკიდებულ ადამიანებს.

ჰოდა, არის თუ არა გაუზიარებელი ბედნიერება, წარმატება და კარგად ყოფნა რეალური ბედნიერება, წარმატება და კარგად ყოფნა?

ეგ კი არა, ერთ ჩემს მეგობარს ასეთი იდეაც ჰქონდა: რა კარგი იქნება, ადამიანებს თავს ზემოთ მოკლე დოსიე რომ ეწეროთ საკუთარი თავის შესახებ, უფრო ადვილი გახდებოდა ურთიერთობაო🙂

 

One thought on “სხვისთვის ცხოვრება

  1. გეთანხმები 100%. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ ვცადე გამეუქმებინა ფეისბუქი, არ გამომდის.. როგორც ნარკოტიკი, ისე მჭირდება ყოველდღიურად..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s