პრობლემური პოსტები

ბოლო დღეების ისტერია

By Gaga Chkheidze
სულ ახლახან, თერთმეტის ნახევარზე სამი 20-22 წლის ბიჭი უმოწყალოდ ურტყამდა ახალგაზრდა ბიჭს მარჯანიშვილის ქუჩაზე, რუსული ეკლესის ახლოს, როგორც თვითონ თქვეს, “სხვანაირი ქცევის” გამო. ჩემმა მეგობარმა მირზამ ძლივს გამობრდღვნა ხელიდან დასისხლიანებული. ქალებიც გამოვარდნილან მაღაზიებიდან დასახმარებლად და ვიღაც ღვთისნიერ (ამ სიტყვის დაწერა მეშინია უკვე) ტაქსისტს გაურიდებია იქაურობისთვის. რეციდივებია თუ მასობრივი შიზოფრენია დაიწყო?

ეს სტატუსი გუშინ წავიკითხე და თავიდან ვერ დავიჯერე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ვიღაც პროვოკატორობდა.  როგორ და რანაირად შეიძლება ისე გაგიჟდეს ხალხი, რომ სხვები უმიზეზოდ დაასისხლიანონ.

მაგრამ, მერე წინა დღის ინციდენტი გამახსენდა: მე და ჩემი მეგობარი ბიჭი ჭავჭავაძეზე მოვდიოდით, საღამო იყო, სადღაც ცხრა საათი. ილიაუნის წინ ორი ტიპი მობარბაცებდა, მთვრალები. მოვიდნენ ჩვენთან და ქართველები ხო ხართო, პათოსით აღსავსე პარტიორული ხმით გვკითხეს. ბუნებრივად ვუპასუხეთ რომ კი, ვართ. და წავიდნენ. ეტყობა, ჩვენ “გაგვიმართლა” და “სხვანაირად” არ გამოვიყურებით.

და კიდევ. დილაობით გაჩერებაზე ვუყურებდი მანგოს ბილბორდს და მართლა ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო მასზე რაღაც მისხმული. მერე ერთმა ჩემმა ფრენდმა დააშეარა ეს სტატია და ამეხილა თვალები.  ნეტა არ ამხელოდა.

მოკლედ, გავაფრინეთ და გავგიჟდით. ან კიდევ, იმედს ვიტოვებ, რომ ვიღაც მართლა პროვოკატორობს და ასე არ ბნელა.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s