დასახარისხებელი პოსტები · პრობლემური პოსტები

განა რამდენს ვითხოვ?

მათხოვრებს სულ ვეხმარები. რა ცუდი სიტყვაა ისე მათხოვარი. ადამიანი, რომელიც მოწყალებას ითხოვს, ასე სჯობს. როდესაც ამ თხოვნით მოდიან, უარს ვერ ვეუბნები და განურჩევლად იმისა, თუ რამდენი მაქვს საფულეში, სულ ვაძლევ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ პოსტით საკუთარ გულკეთილობას და ხელგაშლილობას სულაც არ ვუსვამ ხაზს. ასე იმიტომ უფრო ვიქცევი, რომ მერე საკუთარ სინდისთან მართალი ვიყო. ეგოიზმი. უკიდეგანო ეგოიზმი.

ჰოდა, წინა დღეს მე და ჩემი დაქალები დაუნთაუნიდან გამოვედით. ისე მოხდა, რომ ხურდა არავის არ გვქონდა. მე მქონდა ათი თუ ხუთი თეთრი მარტო. გარეთ ქალი დაგვხვდა, დაემხმარეთო.  არ გვაქვს-თქო, ვუთხარით და გამოვბრუნდით. კი გამახსენდა ეს ჩემი ათი თეთრი, მაგრამ მიბრუნება შემრცხვა რატომღაც და გავაგრძელეთ გზა. და უცებ მესმის ამ ქალის ნათქვამი:

“განა რამდენს ვითხოვ?”

ამის მერე უკან მიბრუნების მართლა შემრცხვა და წამოვედით. და იმის მერე ვფიქრობ ამ ქალზე. იქნებ როგორ სჭირდებოდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s