as it is · პრობლემური პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ხელოვნური სიხარული

გუშინ საღამოს პირველად ვიგრძენი, რომ მალე ახალი წელი მოვა და ყველანი ვალდებულები  ვიქნებით ბედნიერები ვიყოთ. უბრალოდ, მოვდიოდი სამსახურიდან სახლში და ამ განათებულ ვიტრინას წავაწყდი:

 არ გიფიქრიათ რომ სავალდებულო დღესასწაულები თავზე მოხვეულია? სტერეოტიპებით დახუნძლულია? არ გიგრძვნიათ არაადეკვატური განწყობა?

მე ხშირად. განსაკუთრებით, ახალ წელს. თითქოს მთელი საზოგადოება ჩაგძახის, რომ უნდა გერთო! უნდა გიხაროდეს! ბედნიერი უნდა იყო! რეალურად კი არაფერი იცვლება, არაფერი ხდება. შენ კი იმედი გიცრუვდება, გგონია, რომ რაღაც არ გამოგივიდა და ბედნიერების საერთო ფოტოზე მხოლოდ შენ არ იცინი.

არასდროს მიყვარდა ახალი წელი და წელს განსაკუთრებით არ მიყვარს. ამ ლამაზ ვიტრინაზეც ცრემლები მომადგა. წელს გავაკეთებ იმას, რასაც სულ ვიმუქრები, მაინც მერე მაინც გადავიფიქრებ ხოლმე და საერთო ფოტოებზე ყალბად ვიღიმი.

დავიძინებ.

Fin

7 thoughts on “ხელოვნური სიხარული

  1. ჩვენ. ჩვენ წავიდეთ. ბათუმში : )

  2. ნატალია, რახან შენ კომენტარს ვხედავ ჩემს ბლოგზე ბათუმში კი არა ჯანდაბაში წამოგყვები❤

  3. ძლივს დავტოვე ეგ კომეტარი, რამდენიმე დღე ვცდილობდი :დ : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s