დასახარისხებელი პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

ბოლო ზარი

ღამის პირველი საათია. თუ დილის? სველი თავით ვზივარ, რძიან ყავას ვსვამ და შოპენის ვალსს ვუსმენ. მოკლედ, იდეალური დროა პოსტისთვის.

თემა, რაზეც ახლა მინდა ვისაუბრო, სულაც არ ეხება  შოპენსა და  ყავას. მე ჩემს კლასზე მინდა მოგითხროთ. ადამიანებზე, რომლებთანაც ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე და რომლებიც ჩემი ცხოვრების ნაწილად არასოდეს ქცეულან.

დავამთავრე თბილისის ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული სკოლა.  აი, ისეთი, თქმის რომ არ შეგრცხვება და თან გულში  მის არარაობაზე გეცინება. მოკლედ, ამ სკოლაში თერთმეტი წელი ვისწავლე და ხშირად მინატრია სხვაგან გადასვლა.

არა, ჩემი კლასელები ძალიანაც მიყვარდა. რამდენიმესთან ახლაც მაქვს ურთიერთობა და ძველ ფოტოსურათებსაც სიამოვნებით ვათვალიერებ. მაგრამ, ხომ გაგიგიათ, აწმყო წარსულის მხოლოდ კარგ მოგონებებს ინახავსო?

ახლა ბოლო ზარის დღეებია. ვათვალიერებ უცნობი ადამიანების ფოტოებს, სადაც გახარებულები და ბედნიერები სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ.  სკოლიდანვე მიდიან სადმე საქეიფოდ, ექსკურსიებზე, აწყობენ  ბანკეტებს და რომელიმესთან სახლში მეორე დღესაც აგრძელებენ, .

ჩვენ?

არც ვიქეიფეთ, არც ექსკურსიაზე წავედით. წავაწერეთ ერთმანეთს რაღაცები და მორჩა, დავიშალეთ. ბანკეტი გვქონდა, ნამდვილად. ოღონდ, ჩხუბი ატყდა და სამი საათისთვის უკვე სახლებში ვიყავით. მეორე დღეს გაგრძელება? ასეთი რამ თავში არავის მოგვსვლია.

ხანდახან ვფიქრობ, რომ უფრო უბრალო და “რიგით” სკოლაში ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. კი, იქაც გაერეოდნენ  ამრევები და ცხვრჩამოშვებული ადამიანები, მაგრამ ეს უკიდეგანო სიდერზკე (ეს სიტყვა ლექსიკონშია შესატანი) არ ექნებოდათ.

პ.ს. ჩემი წინსაფარი გადმოვიღე.  უამრავი წარწერაა, ძირითადად–სახელები. ასეა. ჩემმა კლასელებმა სახელები დამიტოვეს, შეგრძნებები და სურვილები–არა.

11 thoughts on “ბოლო ზარი

  1. რომ ვკითხულობ, საკუთარ სკოლაზე და 11 წლის წინანდელ ამბავზე წერია, ასე მგონია 🙂

    თუმცა ჩვენც გვქონდა ბანკეტი, 2 დღიანიც, მაგრამ მას შემდეგ, რამდენიმე მეგობრის გარდა, არავინ მინახავს, ქუჩაშიც კი არავინ შემხვედრია, არადა იმ ტერიტორიაზე ვსწავლობდი და ვმუშაობდი მთელი ეს წლები 🙂

  2. ბანკეტიც გვქონდა, ექსკურსიაც მაგრამ სულ 3ნი შემოვრჩით ერთმანეთს 🙂
    პ.ს 2დღის წინ მეც დავათვალიერე წინსაფარი, ფერები გასცრეცია, მაგრამ რაც იკითხება იქედან მაინც სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ 🙂

  3. ჩხუბის გარეშე ბანკეტს გემო არ აქვს…

  4. ჩემ ბანკეტზე 1 ჭიქა არ გატეხილა.. კლასელებთან ურბალოდ აღარ ვმეგობრობ.. ნახვით დღესაც და გუშინაც შემხვდნენ კაი გამარჯობა და ვსო… რავი მე მაქ ესეთი ხასიათი თუ ყველას ერთად არ ვიცი .. ვიცი რომ ზოგი გოგოები ერთმანეთთან დაქალობენ..

  5. ლამაზი პოსტია,სევდით სავსე…PS.რატომღაც ამ პოსტმა საკუთარი მომავალი წარმომისახა,არც თუ ისე პრესტიჟულ სკოლაში ვსწავლობ და ჯერ არც დამიმთავრებია,მაგრამ ალბათ იდენტური იქნება შენი ისტორიის 😦

დატოვე კომენტარი