სატელევიზიო შუები · ყველაფერი ჩემ შესახებ

obsession #2

წინა დღეს თანამშრომელმა აუზზე გაგონილი ამბავი მომიყვა: ერთ–ერთი პოტენციურად გარუჯული გოგოს დაქალი ლონდონში ყოფილა კონფერენციაზე, სადაც სასტუმროში იცით ვის შეხვედრია? თვით ბრედ პიტს! ლიფტიდან გამოსულს შეჩეხებია და გული გახეთქია ლამის სიხარულისგან და გაოცებისგან. მაკო ხომ არაფრთოვანა ამ ამბავმა და მეც მომიყვა. მე კი ვერ გავიხსენე, ვისი ნახვა გადამრევა და გადამიყვანდა ჭკუიდან. სათიტაოდ გავიხსენე საყვარელი მსახიობები, მომღერლები, რამდენიმე სპორტსმენიც, მაგრა–არა: მსუბუქი ან ძლიერი გაკვირვების გარდა არანაირი გრძნობა. და ძალიანაც დამწყდა გული : ( ხომ უნდა არსებობდეს ისეთი ადამიანი, სელებრითი, ვარსკვლავი, ვის დანახვაზეც გული წაგივა და იდიოტი ფანის სახეს მიიღებ? 🙂

ახლა ვიცი, ვისი დანახვა გამიხარდება ყველაზე ძალიან სტოკჰოლმის რომელიმე სასტუმროში. ლეიდიზ ენდ ჯენტლმენ, ტარარა ტა ტა ტაააამ მიით ალექსანდერ სკარსრგაააარდ 🙂 🙂


ტინეიჯერობას დავუბრუნდი, ქეით ბოსვორთზე, ალექსანდერის ახალი შეყვარებულზე ვეჭვიანობ, ვავა 🙂
I love being obsessed ❤

13 thoughts on “obsession #2

  1. მე მერაი ქერის გადავეყარე ერთხელ ქუჩაში.
    პატარა ყოფილა. 🙂 მარა – კოხტა. :):)
    ჯობდა ანჯელინა ჯოლის გადავყროდი, მარა რას ვიზამთ. ცხოვრება უსამართლოა.

  2. ყველაფერი ეტაპობრივად, ჯოლიც იქნება 🙂
    ვაიმე, სკარსგარდს მინდა რომ სტოკჰოლმში გადავეყარო, თუ უნდა სულ ნუ იქნება მაღალი :შეყვარებულიფანი:

  3. არა, სკარსგარდი მირჩევნია 🙂 🙂 ისე, ქერა ბიჭებს ვერ გავცდი, რა : ))

  4. რაოდენ მესმის ყველასი ვისაც უყვარს ალექსანდერი. ვგიჟდები ამ კაცზე. YouTubeდან ვიდეოები გადმოვიწერე ერიკზე iPod- ში გადავყარე და თან დავათრევ უნივერსიტეტში :გამოშტერებამდეშეყვარებულიფანი:

  5. ვაიმე ვინ არის, მე რომ აზრზე არ ვარ? 😦 თუმცა საშინლად სიმპათიურია : )

    გატაცებები მაგარია, ერთობი ადამიანი 😀 მთავარია სხვები არ შეაწუხო მეტისმეტად 😀

  6. ნაატ, მეც შემიყვარდა ეს კაცი 😀 რამდენიმე დღის წინ ფილმ 13-ს ვუყურებდი და პირველივე დანახვისთანავე დავმუნჯდი : )) მერე ვიფიქრე, საიდან მეცნობა-მეთქი, imdb-ზე ვნახე და უცებ გამახსენდა შენი გატაცება. რატომ არის ასე საშინლად სიმპათიური :/

  7. აბაა, არ მინახავს 13 და ერთი სული მაქვს, როდის ვუყურებ, ჩემი ალეკო ❤
    არა, ვამპირის როლში სულ სხვაა :))

  8. ააააააააააა, რა მიმზიდველია ეს ტიპი, გავაფრენ.

  9. Wow all I can say is that you are a great writer! Where can I contact you if I want to hire you?

  10. გამოხმაურება: Dissolved Girl
  11. ეს შვედი კაცები მაინც რა მომხიბლავები არიან 🙂 მიყვარს მე ალექსი ძალიან 🙂

დატოვე კომენტარი