ყველაფერი ჩემ შესახებ · ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

მეტი ვიძინოთ

მიუხედავად იმისა, რომ უკვე თერთმეტის ნახევარია და უმრავლესობას უკვე დიდი ხანია გვღვიძავს, დარწმუნებული ვარ, რომ თვალებს მაინც ძლივს ვახელთ, მოთენთილები ვართ და დილის საათებში დიდი პროდუქტიულობითაც არ გამოვირჩევით. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ძილი გვაკლია. ძველი, მშობლიური, ტკბილი ძილი. ამბობებ, რომ, სულ მცირე, რვა საათი უნდა გეძინოს. იმასაც ამბობენ, რომ ეს მაინც ინდივიდუალურია და ყველა თავისით… Continue reading მეტი ვიძინოთ

ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

6. და თქვენ რომელ საათზე იღვიძებთ, სერ?

ახლა ისეთ რამეს ვიტყვი, რაც ბევრს არ უყვარს და ყოველ დილით ამაზე წუწუნებს: ადრე ადგომა ძალიან კარგია 🙂 ზოგადად, დილის ძილი ყველაზე სასიამოვოა. რა ჯობია, ნებივრად რომ გადაბრუნდები ერთი გვერდიდან მეორეზე და იცი, რომ მაღვიძარას დარეკვამდე ამდენი და ამდენი დრო გაქვს დარჩენილი. მეც ასე ვიყავი. სამსახურში ათ საათზე უნდა ვიყო, შესაბამისად, ცხრა საათზე რომ ავდგე… Continue reading 6. და თქვენ რომელ საათზე იღვიძებთ, სერ?

ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

5. ძუნძული a.k.a ჯოგინგი

ერთხელ, ექიმი ჰაუსის რომელიღაც სეზონის რომელიღაც სერიას ვუყურებდი, რომელიც მოძუნძულე კადით დაიწყო. პრინსტონ პლეინსბოროს მთავარი ექიმი თავის დილას საკმაოდ ადრე იწყებდა, ვარჯიშით. შემდეგ, სირბილით დაღლილი წყალს გადაივლებდა და სამსახურშიც თავის დროზე ცხადდებოდა. აი, შედეგიც:   ისე კი, ვისაც ეს სერიალი ნანახი გაქვთ, ნამდვილად გექნებათ შემჩნეული კადის არაჩვეულებრივი ფიგურა-სულ კარგად გამოიყურება, სულ ფორმაშია. არ ვიცი, რამდენად… Continue reading 5. ძუნძული a.k.a ჯოგინგი

ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

4. ალ კო ჰო ლი

შეუძლებელია ცხოვრების ჯანსაღ წესზე ალკოჰოლის ხსენების გარეშე ლაპარაკი. საინტერესო იქნებოდა ისეთი სტატისტიკის წარმოება, სადაც ნათლად გამოიკვეთებოდა, თუ რა ასაკიდან იწყებენ ბავშვები სმას. მიუხედავად იმისა, რომ მარკეტებსა თუ მაღაზიებში დიდი ასოებით წერია, რომ ალკოჰოლსა და სიგარეტს 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე არ ყიდიან, ეს დათქმა მაინც ხშირად ირღვევა. აბა, ჩააგზავნეთ ბავშვი მაღაზიაში და დააბარეთ სასმელი ან თამბაქო,… Continue reading 4. ალ კო ჰო ლი

ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

3. არ ეწევი? o_O არა! ^_^ რა მაგარია >_<

თუ შეგიმჩნევიათ, ამ ბოლო დროს ერთი ცუდი ტენდენცია უკეთესობისკენ შეიცვალა: მოწევა. რამდენიმე წლის წინ მაგრად ტეხავდა, თუ ყველა ეწეოდა და შენ-არა. დღეს თითქმის პირიქითაა: ძალიან ხშირად მოვხვედრილვარ მსგავს სიტუაციაში და ყველა მე შემომნატრის, რომ არ ვეწევი და სიგარეტზე დამოკიდებული არ ვარ. შეიძლება, ეს ადამიანები მოწევისთვის თავის დანებებას სულაც არ აპირებენ და, უბრალოდ, სიტყვებით შემოიფარგლებიან, მაგრამ… Continue reading 3. არ ეწევი? o_O არა! ^_^ რა მაგარია >_<

დ ი ე ტ ა · ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

2. სიარულმა რა ჰქმნა?!

ვაგრძელებ “ჯანსაღი ცხოვრების ერთ კვირას”. წინა პოსტში კვების რაციონზე გწერდით, ახლა მორიგ თემას მივხედოთ. რამდენიმე წლის წინ მაგრად გავხდი. თან ისე არა, რომ შეხედავ და იფიქრებ, ნეტავი რა ავადმყოფობა აქვს ამ საწყალს გადატანილიო. პირიქით-არასდროს ვყოფილვარ ისე ჯანმრთელი, მხნე და ენერგიული, როგორც მაშინ. ვიყავი ისეთი, როგორიც  უნდა ვყოფილიყავი. ყველაფერი კი მათემატიკითა და აღმაშენებლის გამზირით დაიწყო. რა… Continue reading 2. სიარულმა რა ჰქმნა?!

დ ი ე ტ ა · ჯანსაღი ცხოვრების ერთი კვირა

1. სწორი კვების პრინციპები

ჯანსაღი ცხოვრების წესი სწორი კვების გარეშე წარმოუდგენელია. დღეს სწორედ ამ თემაზე მინდა გესაუბროთ და ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ. რას ვჭამთ? ალბათ, ყველაფერს. თავს არაფერში ვიზღუდავთ. ან, პირიქით-ათასნაირ დიეტებზე ვართ და ნერვულ უჯრედებს ზედმეტ წონასთან ერთად ვკლავთ. აქვე გეტყვით, რომ მკაცრი დიეტით დაკლებული წონა ბუმერანგივით უკან ბრუნდება, ნერვები კი-არა. ამიტომ, გაუფრითხილდით თავს და კვების ოქროს შუალედი იპოვეთ.… Continue reading 1. სწორი კვების პრინციპები