ყველაფერი ჩემ შესახებ

On this day

ფეისბუქმა რამდენიმე კვირის წინ ახალი აპლიკაცია გაუშვა-on this day. შეხვალთ ამ გვერდზე და მარკი უცებ-უცებ ამოგიყრით ყველა იმ ფოტოსა თუ სტატუსს, რაც წინა წლებში ამ დღეს დაპოსტეთ. შევდივარ ეს დღეები და სულ წინასაქორწილო სამზადისს მიგდებს: როგორ ვარჩევდი კაბას, ვგეგმავდი თაფლობის თვეს, ვითვლიდი დღეებს და ვღელავდი. იმდენად მენატრება ეს დღეები, რომ ამ ძველ სტატუსებზეც კი მიჩქროლდება… Continue reading On this day

ყველაფერი ჩემ შესახებ

Thank’s a million!

ამ ბოლო დროს უზომოდ გულჩვილი გავხდი. უმნიშვნელო რამეზეც კი ყელში ბურთი მეჩხირება, ცხვირი მეწვება და თვალები ცრემლებით მევსება. გული მიჩუყდება ბედნიერი ადამიანების, სიყვარულის, თანადგომის, სიხარულის დანახვაზე, სევდიანი ისტორიების მოსმენაზე… გუშინ გული ნექტარმაც ამიჩუყა ერთი ძალიან კარგად დაგეგმილი და თბილი აქციით-thank’s a lot! პირობა მარტივია: შედიხარ, წერ მესიჯს, თუ ვის უხდი მადლობას და რისთვის და აქვეყნებ.… Continue reading Thank’s a million!

ყველაფერი ჩემ შესახებ

In a moment of peace

გრანდ კანალის ნაპირას ვისხედით. ფეხები წყლისკენ გვქონდა გადაყოფილი. ვენეციის ბაზარში ნაყიდ მარწყვს ვჭამდით: წითელ, ულამაზეს მარწყვებს. ძალიან გემრიელებს. სიჩუმე იყო, მარტო გონდოლებისგან აჩხრიალებული წყლის ხმა ისმოდა. მხარზე თავი დავადე და ვუთხარი: “თბილისში რომ ჩავალთ, ყველაზე დაღლილი როცა ვიქნები, ამ მომენტს გავიხსენებ.”

დასახარისხებელი პოსტები · ყველაფერი ჩემ შესახებ

40

მაშინ იმ მოედანს ზაარბრიუკენის კი არა, ვორონცოვის მოედანი ერქვა. მე ვარანცოვს ვეძახდი. ყოველ შაბათ-კვირას მე და დედა ვარანცოვზე მივდიოდით. ისინი მარტო ცხოვრობდნენ, უზადოდ დალაგებულ სახლში, რაც ბებიაჩემის დამსახურება იყო: მტვრის ყოველ ნაწილაკს პირად მტრად მიიჩნევდა და მანამდე არ მოისვენებდა, სანამ არ გააქრობდა. ამის გამო ხშირად ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში. ერთხელ, მაგალითად, ყველაზე მაღალი კარადის გადაწმენდა მოინდომა, სკამზე… Continue reading 40

ყველაფერი ჩემ შესახებ

საუკეთესო საჩუქარი

ქორწილისთვის ბევრი მეკითხებოდა, რა გაგიხარდება, რა გინდა გაჩუქოთო. მხრებს ვიჩეჩავდი, არ ვიცი-თქო. მაგრამ, ვიცოდი. უბრალოდ, იმას ვერ მაჩუქებდნენ. ვერ ჩამოიყვანდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემი ქორწილისთვის საქართველოში არ იქნებოდნენ და ამ დღეს ჩემთან ერთად ვერ გაიზიარებდნენ. მარი გერმიანიაში, ანუკი ამერიკაში, სულიკო რუსეთში, ჩემები ინგლისში… ქორწილის წინა დღეა. გოგოები ჩემს ახალ სახლში ვართ, შამპანურს ვსვამთ და მე… Continue reading საუკეთესო საჩუქარი

ყველაფერი ჩემ შესახებ

***

Oh! რამდენი რამ მოხდა! სამი-ოთხი პოსტი მაქვს დასაწერი, მინიმუმ. ერთი სული მაქვს თავისუფალი დრო გამოვნახო, მყუდროდ ჩავჯდე და გაგიზიაროთ ემოციების ის ზღვა, რომელიც ბოლო პერიოდში დამატყდა თავს. Wait for it   მალე დავწერ ❤

ყველაფერი ჩემ შესახებ

Preps for Big Day vol. 2

Brace yourselves Big Day is coming! როდესაც ნახევარი წლის წინ ამ პოსტს ვწერდი წარმოდგენაც არ მქონდა, რომ სულ ცოტა ხანში ჩემი საკუთარი დიდი დღე მექნებოდა. არა, ვიტყუები: წარმოდგენა როგორ არ მქონდა. აბა რისთვის ვიბრძოლე თაიგულისთვის ისე მედგრად, რომ თვით მარისაც კი არ ვაჯობე მის დაჭერაში? ამ საღამოს ლევანი ხევსურეთში იყო. სმს მივწერე, რომ მის თავისუფალ… Continue reading Preps for Big Day vol. 2