პრობლემური პოსტები · უნივერსიტეტი

ხელნაწერთა ღაღადი

ადრე რომელიღაც ჟურნალში უმბერტო ეკოს სტატია წავიკითხე, სადაც ის კალოგრაფიის საკითხებზე და ხელით წერის ჩვევის დაკარგვის საფრთხეზე წერდა. იმ დროისთვის უკვე მეც “საფრთხის” ქვეშ ვიყავი, დღეს კი ეს სტატია მთლიანად ჩემზეა. გუშინწინ გამოცდა ვწერე. დაგვირიგეს თაბახის სამი ფურცელი და უნდა გაგვევსო. ვგრძნობდი, რომ იდეები მომდიოდა, მაგრამ ქაღალდზე გადმოტანა მეზარებოდა, ხელი მეღლებოდა, მაჯა მტკიოდა.. აზრებს ვკვეცდი,… Continue reading ხელნაწერთა ღაღადი

უნივერსიტეტი · ყველაფერი ჩემ შესახებ

24/7

გუშინ ერთმა ძალიან საინტერესო და კარგმა ადამიანმა ამ ფილმის მთავარ პერსონაჟს შემადარა: ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ხალხზე ასეთ შთაბეჭდილებას ახდენ. და მინდა, რომ ენერგია და ძალა ბოლომდე გამყვეს იმის საკეთებლად, რაც მართლა მიყვარს და მსიამოვნებს. მოკლედ, ყველაფერი იქით იყოს და არასდროს ვყოფილვარ ასე ამაყი საკუთარი ძალებით. ფაქტობრივად, შევძელი ის, რასაც მეგონა, რომ ვერ მოვასწრებდი. აქვე მადლობა… Continue reading 24/7

უნივერსიტეტი

Building a Team

უკანასკნელი ერთი კვირა ძალიან სასიამოვნოდ და პროდუქტიულად გავატარე ახალ  ჯგუფელებთან და ავსტრიელ ლექტორთან ერთად. წინა პოსტებში ვწერდი, რომ ჩემი სამაგისტრო არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვიყავი და სასწავლო პროცესზე დიდ იმედებს ვამყარებდი. ვინც კარგად მიცნობს ისიც ეცოდინება, რომ იშვიათად ვარ რაიმეთი კმაყოფილი. განსაკუთრებით კი-უნივერსიტეტით. ჩემი ინტუიცია არ შემცდარა.  მორიგ საგანს “ჯგუფის დინამიკა” ერქვა და ერთი კვირის განმავლობაში… Continue reading Building a Team

უნივერსიტეტი

მოულოდნელობების უნივერსიტეტი

ცხოვრებამ უცნაური სიურპრიზების გაკეთება იცის. როდესაც კარგს ელოდები, იმედი მწარედ გიცრუვდება. ხანდახან კი ისე სასიამოვნოდ გაოცდები, რომ მეტი არ შეიძლება. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტში მოხვედრით ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება განვიცადე. არეულ-დარეული ცხრილი; ლექციებს შორის ორ-სამსაათიანი ფანჯრები;  შეუმდგარი ჯგუფები; არასაკმარისი ადგილები საგნებზე; სამაგიეროდ, წელს იმავე უნივერსიტეტში მოხვედით ძალიან გამიმართლა. ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე ვთვლი. ჯგუფი 14… Continue reading მოულოდნელობების უნივერსიტეტი

უნივერსიტეტი

ხარისხი

რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ხნიერი, ჭაღარა და ტანდაბალი კაცი ჩემს საზაფხულო კოშმარად იქცეოდა? როგორ დავუშვებდი, რომ ცხოვრებაში პირველად ერთ–ერთი მარტივი და საინტერესო საგანი ჩამივარდებოდა? როგორ ვიფიქრებდი, რომ მაღლივის გახურებული შენობა ჯოჯოხეთად მომევლინებოდა და ცხელ ოფლში დამწვავდა? დიახ, ეს ის არის, რაც თქვენ იფიქრეთ: საგანი ჩამივარდა. ბოლო კურსის ბოლო სემესტრში. ალტერნატივები: ან წიგნებზე (სადაა წიგნები და… Continue reading ხარისხი

უნივერსიტეტი

I <3 TSU (?)

ჩემს კატეგორიებში არის ერთი ასეთი: “უნივერსიტეტი :|” ეს სმაილი ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემი უნივერსიტეტისადმი დამოკიდებულებას : ) რამდენიმე თვის წინ ვფიქრობდი, რომ გავიდოდა დრო და ამ კატეგორიაში, ერთი მარტივი მიზეზის გამო, აღარაფერი დაიწერებოდა: მე იქ აღარ ვისწავლიდი. და ეს დროც მოვიდა. დღეს ბოლო ლექცია მქონდა და თსუ–ს ბეჭდური მედიით დავემშვიდობე (ბედის ირონიაა, ვერ ვიტან პრესას).… Continue reading I ❤ TSU (?)

დასახარისხებელი პოსტები · უნივერსიტეტი

აპლოდისმენტები :ბის:

დღეს ლექციაზე ლექტორმა ერთი დოკუმენტური ფილმი ჩაგვირთო.  ფილმი ახალია, ქართველი ჟურნალისტის გადაღებული. ასეთი კარგი, კრეატიული და შემძვრელი დოკუმენტური ფილმი მე დიდი ხანია, რაც არ მინახავს. მოკლედ, ამაზე მერე. ახლა კი ჩემს უკან მჯდარ ადამიანზე და მის თანამოაზრეებზე. ფილმის დასრილების შემდეგ ტაში დავუკარით.  უკნიდან კი დიდი პროტესტი გამოთქვეს, ეს ტაში რა არის, რით ვერ გადავეჩვიეთო. წინა… Continue reading აპლოდისმენტები :ბის: