უაზრო პოსტები

ორი რამ

მულფის ეწერა წინა დღეს სტატუსი, ადამიანზე თუ გავიგე რომ მშვილდოსანია და ასტრიდ ლინდგრენი უყვარს, ეგრევე დადებითად ვეწყობიო. მე ეგრე How I met your mother-ზე მჭირს. თუ უყურებს ან ნანახი აქვს-ჩემიანია. გული მიჩუყდება, მინდა გადავეხვიო და  ტედ მოზბის ციტატებზე, ბარნის ფლეიბუქზე, ლილის uuuuu sonofabitch-ზე, რობინის სიუჟეტებზე და მარშალის სიერაზე ველაპარაკო. არცერთი სიტკომი არ მიყვარს ისე, როგორც… Continue reading ორი რამ

დასახარისხებელი პოსტები · უაზრო პოსტები

ერთი რიგითი დილა

თანამშრომლების თვალში წიგნების მოყვარული ადამიანის იმიჯი მაქვს. ადრე მართლაც ბევრს ვკითხულობდი, ახლა-ნაკლებად. ბიბლიოთეკაც დიდი ხანია არ განხმიახლებია… Anyway. ჩემმა თანამშრომელმა და დამლაგებელმა ერთდროულად მთხოვეს მათთვის რაიმე წიგნი მეთხოვებინა. ეკას მიშელ უელბეკის “პლატფორმა” მოვუტანე, მზია დეიდას კი ყურბან საიდის “ალი და ნინო”. ერთი კი შევშფოთდი, არ აერიოთ და ერთმანეთის წიგნები არ წაიღონ-თქო, მაგრამ ორივემ თავ-თავისი წილი… Continue reading ერთი რიგითი დილა

უაზრო პოსტები

ნაცრისფერი პოსტი

ცუდი ამინდი ჩემს განწყობაზე ბავშვობიდან ძალიან დიდ გავლენას ახდენდა. თუ გარეთ წვიმდა და ქარი იყო, მეც არაფრის ხალისი არ მქონდა. მოგვიანებით მივხვდი, რომ არ შეიძლება ასე იყო დამოკიდებული შენგან დამოუკიდებელ რაღაცებზე და მას მერე ვცდილობ ამინდის მიუხედავად კარგ ხასიათზე ვიყო. აი, დღეს არ გამომდის.  მგონი, პირველად მიხარია ის, რომ სამსახურში ჩვენს ოთახს ფანჯარა არ აქვს-დიდი… Continue reading ნაცრისფერი პოსტი

უაზრო პოსტები

დიალოგი

-ორი წელია აქ ვარ- თქვა ჰერმანმა და  ხელები გულზე დაიკრიფა. -ორი?-ეჭვით შეხედეს სხვებმა-შენ და ორი? -და ამ ორი წლის განმავლობაში ამ დაწყევლილი ოთახიდან ერთხელაც არ გავსულვარ. ვზივარ და ვუყურებ, როგორ კარგავს უქმად დროს. ჰმ, რამე ღირებულს მაინც აკეთებდეს?! ფიოდორმა ჩიბუხი დაბერტყა და თავიდან აანთო. -აბა, მე რა მეთქმის, რამდენიმე თვეა, რაც აქ ვარ. მე და… Continue reading დიალოგი

უაზრო პოსტები

საჭესთან

პერიოდულად ერთი და იგივე სიზმარი მესიზმრება. მანქანაში ვარ. ხან მარტო, ხან ვინმესთან ერთად. მანქანა გაჩერებულია, საჭესთან არავინ ზის. უცებ, ნელ-ნელა იძვრება და სიჩქარეს კრებს. მე პანიკაში ვარ, მეშინია, რამეს არ დავეჯახოთ და სასწრაფოდ ვცოცდები მძღოლის სავარძელზე. მართვის მოწმობა არც სიზმარში მაქვს, მაგრამ რეალურზე ოდნავ უკეთ ვატარებ. მოკლედ, ვზივარ საჭესთან და მივდივართ, ვცდილობ ერთ ზოლში მყარად… Continue reading საჭესთან

უაზრო პოსტები

ლიზბეთი

ახლახანს დავამთავრე სტიგ ლარსონის წიგნის კითხვა. ცხოვრებაში არ წამიკითხავს ასეთი გაწელილი წიგნი. ან, ახლა არ მახსოვს. ფაქტია, რომ მეგონა არასდროს აღარ დამთავრდებოდა და უმნიშვნელო დეტალებისა და სიტუაციების აღწერა არასდროს არ შეწყდებოდა. “გოგონა დრაკონის ტატუთი” ერთი პერიოდი საკმაოდ პოპულარული იყო ქართველ ბლოგერებში და სულ მაინტერსებდა მეც წაკითხვა. არა, ცუდი და უინტერესო ნამდვილად არ იყო. თან მე… Continue reading ლიზბეთი