ერთი თვე · ყველაფერი ჩემ შესახებ

კვირა დილა

დღევანდელი დილა პოზიტიურად დამეწყო. ავედი 88 ავტობუსში და აღმოვაჩინე, რომ საფულეში სამგზავრო ბარათი არ მედო. თავად ეს ფაქტი საკმაოდ ნეგატიურია, რა არის ამაში დადებითი. თან, იმის გათვალისწინებით, რომ გაჩერებაზე ყვითელ მაისურში გამოწყობილი კონტროლიორიც ამოვიდა. მოვიჩხრიკე ჯიბეები და რკინის ორლარიანის მეტი ვერაფერი ვერ ვნახე. ჩემ წინ ერთი საყვარელი გოგო იდგა, მუსიკას უსმენდა. ვკითხე, ორლარიანს ხომ ვერ… Continue reading კვირა დილა

ერთი თვე · პრობლემური პოსტები

სუიციდი

გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე? ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ თემაზე არცერთხელ არ დაფიქრებულა. მთავარი არა ფაქტი, არამედ მისი რაოდენობაა. ამიტომ, კითხვა ასე უნდა დავსვათ: რამდენად ხშირად ფიქრობთ თვითმკვლელობაზე? რა მდგომარეობაა მსოფლიოში? რომელი ქვეყნის წარმომადგენლები იკლავენ ყველაზე ხშირად თავს? სუიციდის რაოდენობებზე ყველას იაპოანია  გვახსენდება. მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO)  მიერ გამოქვეყნებული სიაში კი ის  მეშვიდე ადგილზეა. ათეული… Continue reading სუიციდი

ერთი თვე · ყველაფერი ჩემ შესახებ

ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში (საკმაოდ ხმაურიანი სათაური :დ )

არ მინდოდა ამაზე მანამ დამეწერა, სანამ ზუსტი პასუხი არ მეცოდინებოდა. ადრეც მიხსენებია ეს თემა, ერთ-ერთ ბოლო პოსტშიც ვწუწუნებდი ამ პრობლემაზე. მოკლედ, წარმატებით გავიარე სამაგისტრო გამოცდები და სტუდენტი გავხდი, ისევ. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, “ორგანიზაციის განვითარებასა და კონსულტირებაზე”.  თსუ  2010 წელს დავამთავრე. სამწუხაროდ, არ მოვხვდი იმ ბედნიერ ადამიანთა რიგში, რომლებმაც 16 წლის ასაკში სწორად აირჩიეს პროფესია.… Continue reading ახალი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში (საკმაოდ ხმაურიანი სათაური :დ )

დღის ფოტოები · ერთი თვე

დღის ფოტო

არ შემიძლია არ გაგიზიაროთ ფოტო, რომელიც ჩემმა ჯგუფელმა ეკა ჭილაიამ გადაიღო. სადღაც ევროპაში. უსაყვარლესი სელაპი

ერთი თვე

კინოში

რიგის კინოთეატრში ერთ-ერთმა მაყურებელმა მეორე მოკლა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი პოპკორნს ხმაურით ჭამდა და ფილმის ყურებაში ხელს უშლიდა (წყარო). დღეს საღამოს გამახსენდა ეს ინციდენტი და მკვლელს მთელი სულითა და გულით გავუგე. პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმი ვნახე. ყველას გირჩევთ. საკმაოდ საინტერესოა, მძაფრი ემოციებით და ალმოდოვარისეული ამბებით. მოკლედ, ეს ფილმი ყველაფერია კომედიის გარდა. პარადოქსულია, მაგრამ ხალხი… Continue reading კინოში

ერთი თვე

In a moment of peace

მთელი ერთი კვირა ჰამაკში გავატარე, გარშემო ძაღლები და კატები მეხვივნენ. მე კი ხან წიგნებს ვკითხულობდი, ხან-მეძინა, არსად არ მეჩქარებოდა და არც საათზე არ ვიყურებოდი. მერე ზღვა. თბილი, ლურჯი, მშვიდი, სუფთა ზღვა. ტალღებში გულაღმა ვიწექი, ხელ-ფეხს არ ვამოძრავებდი და ყურებიც წყალში მქონდა ჩაყოფილი. არანაირი ხმა არ მესმოდა, მარტო ზღვის ბუტბუტი და ჩემი შენელებული მოძრაობები.   ეს… Continue reading In a moment of peace