დღის ფოტოები

დღის პოსტი

გარეთ რომ წვიმს ცუდი ამინდი რომაა ბევრი სამუშაო და უფრო მეტი სამეცადინო რომ გაქვს ძალიან რომ გეძინება და თან ვერ იძინებ მაღლებზე რომ გაცვია ძალიან მაღლებზე და დაღლილი რომ ხარ მაგრამ ძალიან ბედნიერი აი, ის მომენტი!

დღის ფოტოები

მელიების სადილი

 ისხდნენ მელიები და მთელი მონდომებით ზემოთ იყურებოდნენ. ბოლოს კისრები ეტკინათ. ქათმის ხორცი კი მაინც არავინ გადაუყარა.  ეჰ, ამოიოხრა თეთრმა მელამ და ფოთოლი გაწიწკნა.  

დღის ფოტოები

დღის ფოტო

დღეს ცისფერი ორშაბათი ყოფილა, წლის ყველაზე რთული და დეპრესიული დღე. გაურკვეველია, რატომ ჰქვია ცისფერი და არა შავი, ან ნაცრისფერი ორშაბათი. საერთოდაც, რას ერჩიან, მშვენიერ ხასიათზე ვარ 🙂 ესეც დღის ფოტო, ბარნი და რობინი.