დასახარისხებელი პოსტები

#

ფილმებში როა, მთავარი გმირი რომ რაღაცას ვერ პატიობს თავს და მერე ეს განცდა რომ თავს არ ანებებს და ამბები. ეგრე დამემართა. სადაც საჭირო იყო, იქ არ ვიყავი. როცა საჭირო იყო, მაშინ არ ვიყავი. ძალიან მინდა იანვრის პირველი ორი საშინელი, მძიმე კვირა გონებიდან წავშალო. საავადმყოფოში მილიონჯერ მოვხვედრილვართ, მართლა სათვალავი ამერია უკვე, თუ რამდენჯერ ვიწექით. მიუხედავად იმისა,… Continue reading #

დასახარისხებელი პოსტები

მამა

1999 წელია. მამა მიხაილოვის საავადმყოფოს კიბეებზე გაჩქარებული ნაბიჯებით არბის. მე უკან მივდევ და ქოშინით ვუყვები-ჩვეულებრივად იწვა და უცებ დაიწყო ხრიტონი, თუ ხროტინი… მეცხრე სართულზე ბაბუაჩემი წევს, რომელიც კვდება. სანამ ჩვენ მეცხრემდე ავაღწიეთ-გათავდა კიდეც. მამა გამწარებული კედელს ურტყამს თავს. მე მიკვირს-მისგან ასეთი ემოციურობა არასდროს მინახავს. 2018 წელი. თბილისის გულის ცენტრის ინტენსიურ განყოფილებაში კედელთან ვდგავარ. თავს არ… Continue reading მამა

დასახარისხებელი პოსტები

ბავშვობის აჩრდილები

ოთხმოცდაათიან წლებზე რომ ამბობენ, მაშინ ყველას გვიჭირდაო, არ არის ეგრე-იყო ხალხი, ვისაც საერთოდ არ უჭირდა და მშვენივრად ცხოვრობდა. სწორედ ასეთ ხალხსა და ბავშვებში ვტრიალებდი, ოღონდ ერთი განსხვავებით-ჩვენ მართლა გვიჭირდა. ოჯახში ბევრნი ვიყავით, მხოლოდ მამაჩემი მუშაობდა და ბებიაჩემის ტრაგიკული ხმით ნათქვამი “ექვსი სული ვაწევართ ამ ბიჭს კისერზე” ჩემს ბავშვობას სევდიან ლაიტმოტივად გასდევდა. ჩემს კლასში 30-40 ბავშვი… Continue reading ბავშვობის აჩრდილები

დასახარისხებელი პოსტები

Good News!

დღეს ძალიან კარგი დღეა: მამას თვალის ფსკერზე პრობლემა არ აღმოაჩნდა და ექიმმა არაფერი არ გინდათო და გიოს და ნუცას მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ სამკურნალო ფული ჩაურიცხეს! ❤

დასახარისხებელი პოსტები

ბოდიში

ცოტა ხნის წინ ჩემს ერთ-ერთ ლექტორს ჰქონდა პოსტი გამარჯობის შესახებ, სადაც წუწუნებდა, თუ როგორ ა(ღა)რ უყვართ ქართველებს გამარჯობის თქმა. ფაქტია-არ გიჟდებიან. თუმცა, არც ისეა საქმე, რომ ვინმეს მიესალმო და ის კი თვალებში გიყურებდეს და ჯიუტად დუმდეს. ჩემი აზრით, პრობლემა უფრო ბოდიშშია და არა-გამარჯობაში. ქეისი #1: აფთიაქში ვარ. პროდუქცია, რომლის ყიდვაც მინდა, ჩემს წინ თაროზე დევს,… Continue reading ბოდიში

დასახარისხებელი პოსტები

Dad

გუშინ დამესიზმრა, რომ მამაჩემმა მითხრა, გარეთ გავისეირნოთ და ნაყინი ვჭამოთო. სიზმარშივე გამიკვირდა-გარეთ ლამის ერთი წელია აღარ გასულა, ერთადაც არასდროს გვისეირნია. მაგრამ კარგი იყო, ბევრი ვილაპარაკეთ. გამეღვიძა. საღამოს მითხრა, რომ ამდენი დაავადების ფონზე პენსია ეკუთვნის და უნდა აიღოს. ეს დიდი კონტრასტი ძალიან არ მომეწონა. ბლაჰ

დასახარისხებელი პოსტები

Back

ყველა სახლშია ერთი ისეთი ოთახი, სადაც ყველაფერს ზედმეტს ინახავენ და თვითონ არასდროს არ არიან. ჩვენც გვქონდა ერთი ასეთი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კაბინეტად ვაქციეთ. საწერი მაგიდა დიდია, მეც და ლევანიც თავისუფლად ვეტევით. ისეთი სიტუაციაა, რომ ძალაუნებურად სამუშაო განწყობაზე მოდიხარ. და წერა გინდება. ახლა რეფერატს ვწერდი. მერე უცებ ის საკითხი ამომიტივტივდა თავში, რაც ბოლო თვეა საშინლად… Continue reading Back