არმატურას დღიურები

25 years of summer, Mylpi Summer

მე და მარი ერთად გავიზარდეთ. ბავშვობიდან ზაფხულის სრულ სამ თვეს ერთად ვატარებდით და მომდევნო ცხრა იმ სამის მოსვლას ველოდებოდით. ბიულერბიუელი ბავშვები ხომ წაგიკითხავთ? ჩვენც ზუსტად ეგრე ვცხოვრობდით. სამი სახლი ერთმანეთს იყო მიმდგარი და ჩემსა და მარის სახლს შორის ცაცხვის ხის ნაცვლად ტყემლის ხე იდგა. მართალია, არასდროს გადავმძვრალვართ ხიდან სახლებში, მაგრამ ხომ იდგა? ყველა ერთად დავრბოდით და… Continue reading 25 years of summer, Mylpi Summer

არმატურას დღიურები

ე ლ ე ნ ე

ელენე პირველად მარის დაბადების დღეზე ვნახე. მაშინ მარი ჩემს სანაცნობოში ერთადერთი არქიტექტორი იყო და არქიტექტურაც ჩემთვის მარის ბლოგივით მხიარული, ფერადი და პოზიტიური სფერო მეგონა. სფეროსი არ ვიცი და ის ადამიანები, რომლებიც იმ დღეს ვნახე, სწორედ ასეთებად მომეჩვენენ. განსაკუთრებით კი ერთი, ფოტოაპარატიანი და ხუჭუჭთმიანი, რომელიც ახალ-ახალი ინიციატივებით გამოდიოდა. მაგალითად, მან მოიფიქრა მარისთვის დაგვეწერა ლექსი, თითოს თითო… Continue reading ე ლ ე ნ ე

არმატურას დღიურები

დასაწყისი

ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ, ცალ-ცალკე. ჩემი პირველი მეგობრული ჯგუფი არმატურა იყო.  არმატურა ზუსტად რას ნიშნავს, დღემდე არ ვიცი. ჩემთვის,უბრალოდ, რაღაც რკინებს. ჩემი არქიტექტორი მეგობრებისთვის, ალბათ, უფრო მეტს. გუნდი მარიმ შექმნა, რამდენიმე წლის წინ. ბევრჯერ მთხოვა, ითამაშე ჩვენთანო და, ერთხელაც, დავთანხმდი. გუნდში ხუთნი დამხვდნენ, ხუთივე არქიტექტორები: ელენე, თამუნა, ოტია, ლევანი და თავად მარი. თავიდან ერთმანეთს მხოლოდ… Continue reading დასაწყისი