ახალი ცხოვრება

ქმართა სახეები ბავშვის აღზრდაში

გუშინ პედიატრთან ვიყავით. ბავშვი ლევანს ეჭირა, მე რეგისტრატურაში ვიყავი. ფურცლომანიის მოგვარების შემდეგ ჯაბას მოსაცდელში ჩამოვსხედით. გვერდით პატარა გოგო თამაშობდა, რომელსაც თან დედ-მამა ახლდა. მამამისმა ლევანს გაოცებულმა შეხედა, მაგხელა რომ იყო ხელში საერთოდ ვერ ვიყვანდიო. ასე მეგონა, დამივარდებოდაო და გული მიმდიოდაო.

ჩვენ გავუღიმეთ და მე გულში ძალიან გავბრაზდი. რას ჰქვია, ვერ აგყავდა და გეშინოდა. ჩემთვისაც და ლევნისთვისაც პირველი ბავშვია, რომელთანაც ასე ახლო შეხება გვქონია. ხელში აყვანისაც გვეშინოდა, დაბანისაც, პამპერსის გამოცვლისაც და დაძინებისაც (პირველი რამდენიმე ღამე ფხიზლებმა გავატარეთ, ვუყურებდით როგორ სუნთქავდა საწოლში). ასეთი პატარა და უსუსური ადამიანების მოვლის შიში ძალიან ბუნებრივია და ყველას ეპატიება. უბრალოდ, უნდა დაძლიო და სქესი აქ არაფერ შუაშია.

ამ პოსტში გენდერის თემის გავრცობას არ ვაპირებ. უბრალოდ მიკვირს, თუ როგორ ზრდიან შვილებს ქალები, რომლებსაც ქმრები არ ეხმარებიან. ბებიების და ძიძების დახმარებაზე არ ვამბობ, კონკრეტულად ქმრები. ვერავინ აძინებს სანდროს ისე კარგად (ჩემი ჩათვლით), როგორც ლევანი. ვერავინ ართობს და აცინებს ისე კარგად, როგორც ლევანი.

ლევანი ძალიან კარგი მამაა. მაგრამ მისი კარგი მამობა გასაოცარი და სასწაული რომ არის სხვების თვალში, ძალიან მწყდება გული. ბავშვი ორივე მშობლისაა. ორივე მშობელი დაღლილია და არც ერთი არ არის ვალდებული მთელი სიძნელეები მარტომ იტვირთოს.

ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ, დედებმა. ჩავრთოთ ქმრები ბავშვის მოვლაში, ვასწავლოთ პამპერსის გამოცვლაც და ჩაბანაც. ჩვენც ხომ სწავლა მოგვიწია, რთული ხომ არ იყო. ისინიც შეძლებენ. სხვას რომ თავი დავანებოთ, მამა-შვილის ყურებაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს ❤

18216250_10206821093086330_883125477_o

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s