ახალი ცხოვრება

Baby blues

დღეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

შევხედავ საათს და უი, უკვე საღამოა. ნეტა რა დღეა, შაბათ-კვირა შორსაა? აუ, პირი ჯერ კიდევ არ დამიბანია. ძილის წინ კბილები გამოვიხეხე? როგორ მივწვდე ახლა ამ მობილურს. ნეტა ჯერ არ მოვიდეს ლევანი, ჭამა მოვასწროთ. ცალი ხელით ყავის მოდუღებას ვერ შევძლებ? არ მშია, მაგრამ ძალით უნდა ვჭამო. მოიცა, ტუალეტში გავვარდე სანამ სძინავს. ჯერ გამოვუცვალო თუ ჯერ ვაჭამო.

და ასე. დღეები ძალიან ჰგავს ერთმანეთს ერთის გარდა-ჩემი ბიჭი ყოველდღე იცვლება! დღეს დილით, მაგალითად, ისე აღფრთოვანდა საწოლის მომღერალი სათამაშოთი რომ დიდხანს გვიცინა მე და ლევანს. გვიცინა, გესმით? ვუყურებდით და ისეთი ბედნიერები ვიყავით!

მოკლედ, 4 კვირაა ახალი ცხოვრება დავიწყეთ. და ეს 4 კვირა 4 წლად გვეჩვენება. ეს პატარა გოჭი ჩვეულებრივი სასწაულია. ვუყურებ, როგორ ეთამაშება და ეფერება ლევანი და სადღაც სხვა სამყაროში გადავდივარ.

ცოტა არეული პოსტია, ისევე როგორც ჩემი დღე-ღამე და ჰორმონები. მაგრამ ახალი კატეგორიის პრემიერაცაა და, ეჭვი მაქვს, ჩემი ბლოგიც ნელ-ნელა გამოფხიზლდება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s