დასახარისხებელი პოსტები

ბოდიში

ცოტა ხნის წინ ჩემს ერთ-ერთ ლექტორს ჰქონდა პოსტი გამარჯობის შესახებ, სადაც წუწუნებდა, თუ როგორ ა(ღა)რ უყვართ ქართველებს გამარჯობის თქმა. ფაქტია-არ გიჟდებიან. თუმცა, არც ისეა საქმე, რომ ვინმეს მიესალმო და ის კი თვალებში გიყურებდეს და ჯიუტად დუმდეს. ჩემი აზრით, პრობლემა უფრო ბოდიშშია და არა-გამარჯობაში.

ქეისი #1:

აფთიაქში ვარ. პროდუქცია, რომლის ყიდვაც მინდა, ჩემს წინ თაროზე დევს, თუმცა, ჩემთვის მაინც მიუწვდომელია-ბაზაში არ არის შეტანილი. პროტესტს გამოვთქვამ, რადგან ძალიან მინდა მისი შეძენა. დიდი თათბირისა და ყოყმანის შემდეგ მთანმხდებიან, რომ მომყიდონ. ის-ის არის ბედნიერი ვიღებ ბარათს და ვაწვდი, რომ მეორე წინაღობას ვაწყდები: ბარათით ვერ გადავიხდი, რადგან ეს პროდუქტი ბაზაში არ არის. დროის დაკარგვით, შენაძენის გარეშე დარჩენით და, საერთოდ, ფაქტით აღშფოთებული პრეტენზიას ვაფიქსირებ კონსულტანტთან. პასუხად-დუმილი. და ავი თვალები.

ქეისი #2:

კაფეში ვართ. შუადღეა, სამსახურიდან ლანჩზე ვართ გამოსულები და ძალიან გვშია. ოთხივემ სოკოს სუპი შევუკვეთეთ. გადის წუთები, ჩვენ ვწუწუნებთ-საჭმელი გვინდა. ამასობაში, მოაქვთ სუპი ჩემი თანამშრომლებისთვის, ჩემთვის კი-არა. ვხვდები, რომ მიმტანს რაოდენობა აერია და მზარეულს ერთით ნაკლები კერძის დამზადება სთხოვა. ის კი ამას არ იმჩნევს და მეუბნება, რომ შეკვეთას ახლავე მომიტანს. “ახლავე” კიდევ ათ-თხუთმეტ წუთს გრძელდება. გოგოები სუპს დანაშაულის შეგრძნებით ჭამენ, გრძნობით, რომელიც ოფიციანტს თავშიც არ გაუვლია. როდის-როდის მიდებს თეფშს წინ და მიდის. ბოდიში? კი მაგრამ, რისთვის? დიდი ამბავი, ცოტა ხანი ველოდე (აქ უნდა წავიდეს მონოლოგი დაბალ ხელფასზე, მთელი დღე ფეხზე დგომაზე, სახლში პრობლემებზე და ყველაფერზე, სერვისისა და ზრდილობის გარდა).

ქეისი #3:

სუპერმარკეტში ვარ. ხუთი ლარისა და ორმოცდაათი თეთრის პროდუქცია გავატარე და მოლარეს ასლარიანი მივაწოდე. ხურდას მიბრუნებს, რომელსაც საფულეში ავტომატურად ვიდებ. მაგრამ, რაღაც არ მომწონს: ორმოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრია. მოლარეს ვეუბნები, რომ მე ასი ლარი მივეცი და ხურდა დამაკლო, ორმოცდაათლარიანის მოცემა დაავიწყდა. ისიც სწრაფად მეთანხმება, მართალი ხართო. აგერ მაქვს თქვენთვის მოსაცემი ორმოცდაათლარიანი გამზადებული, ოღონდ სანამ გადმოგცემთ ჯერ კამერები უნდა ვნახოთ, რომ ნამდვილად არ მომიციაო. არა, მე კი ვიცი რომ ნამდვილად არ მომიცია, მაგრამ მაინც კამერები უნდა ვნახოთო. რას ვიზამ, კარგი-თქო. ვდგავარ სალაროსთან მძიმე ჩანთით, ჩემი თარსიანი ხუთლარიანი ნავაჭრით და ველოდები, როდის აწევს ერთ ადგილს უსაფრთხოება თუ აიტი და ნახავენ ვიდეო კადრებს. დაახლოებით 15-20 წუთი გადის, რის შემდეგაც ჩემს ფრთიან ორმოცდაათლარიანს ზარზეიმით გადმომცემენ. ბოდიშის მაგივრად კი მავალდებულებენ, რომ ეს მათი პროცედურაა და უნდა გავუგო.

 

ქეისების გაგრძელება უსაზღვროდ შეიძლება. უბრალოდ, ეს სამი ერთმანეთს მიეწყო და მივხვდი, რომ გამარჯობას თუ მოგიგდებენ მაინც, ბოდიშს ვერაფრით ვერ ამოგლეჯ პირიდან. არადა, უმეტეს შემთხვევებში მაგიური სიტყვაა, რომელსაც არავინ იყენებს.

4f7da7cbf96d17999dc2a41c9dda9676

 

One thought on “ბოდიში

  1. ბავშვობაში ჩემი ბებო გვასწავლიდა ამქვეყნად 3 ჯადოსნური სიტყვააო : გამარჯობათ, ბოდიში და თუ შეიძლებაო🙂 მე კიდევ ჩემს გოგოს ვცდილობ ვასწავლო და მან მის შვილს… ალბათ მათაც ასწავლეს მაგრამ აღარ ახსოვთ, ჩემები სულ მეჩხუბებიან მა მადლობებს და ბოდიშებს ხურდა ფულივით არიგებო🙂 არადა ეს მე სიამოვნებას მანიჭებს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s