დასახარისხებელი პოსტები

Back

ყველა სახლშია ერთი ისეთი ოთახი, სადაც ყველაფერს ზედმეტს ინახავენ და თვითონ არასდროს არ არიან. ჩვენც გვქონდა ერთი ასეთი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ კაბინეტად ვაქციეთ. საწერი მაგიდა დიდია, მეც და ლევანიც თავისუფლად ვეტევით. ისეთი სიტუაციაა, რომ ძალაუნებურად სამუშაო განწყობაზე მოდიხარ. და წერა გინდება.

ახლა რეფერატს ვწერდი. მერე უცებ ის საკითხი ამომიტივტივდა თავში, რაც ბოლო თვეა საშინლად მაწუხებს და ისტერიული გუგლვა დავიწყე, ამიტანა კანკალმა და ხელ-ფეხი გამეყინა. ვერც რეფერატს ვწერ და აღარც კინოში წასვლა აღარ მინდა, კიდევ კარგი ბილეთები წინასწარ არ ვიყიდეთ.

დიდი გოგო ვარ. ჩემს პრობლემებს თავად უნდა მივხედო და არ უნდა ჩამოვეკიდო კისერზე, მაგრამ როგორ მიჭირს! დავთრგუნო ეს პანიკა და რაციონალურ ადამიანად ვიქცე. შევძლებ, მაინც შევძლებ, დედას გეფიცებით შევძლებ და აუცილებლად გამომივა. მართლა.

ყელში ბურთია, დედლაინი-თავზე წამომდგარი. მივუბრუნდები ახლა ამ სულელურ, დედააფეთქებულ რეფერატს. რომელი საუკუნეა, რაღა დროს რეფერატებია!

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s