დასახარისხებელი პოსტები

ბაბუს

გახსოვს, პატარა რომ ვიყავი და წერილებს რომ გწერდი? რამდენიმე წერილი კომოდის უჯრებში ვიპოვე: არათანაბარი ასოებით და პრიმიტიულად დაწერილი. გწერდი, რომ მენატრებოდით შენ, ბებო, ჩემი გოჭები და ქათმები. გპირდებოდი, რომ მალე ჩამოვიდოდი.

ამ წერილების დაწერიდან ოცი წელია გასული. მაგრამ მე მაინც ჩამოვდივარ. მერე რა, რომ იქ თქვენ არ მხვდებით. ყველა ბალახი, ყველა ნივთი თქვენითაა გაჟღენთილი და ზუსტად ვიცი, რომ იქ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ პარანორმალური ისტორიები არასდროს არ მიყვარდა, თქვენი სულების არ მეშინია.

ბაბუ, სახლი ისევ ისეა, როგორც ბოლოს დატოვე. არ ვიცი, ეს კარგი ამბავია თუ-ცუდი. მგონი, უფრო ცუდი, იმიტომ, რომ ყველაფერი ინგრევა და იშლება. გული მიკვდება, როცა ვენახის ხეივანის ადგილას სიცარიელეა, ხეებს ტოტები უხმებათ და კრიხულასკენ ჩამავალი კიბეები დამტვრეულია. მინდა, რომ ამ ნგრევას გადავეფარო, მაგრამ არ შემიძლია. დავდივარ და ჩუმად ვიცრემლები. მაგრამ გპირდები, რომ ჩამოვწერ გასაკეთებელი რაღაცების სიას და გაზაფხულიდან ნელ-ნელა შევუდგებით: სახურავსაც გამოვცვლით, ბეტონსაც დავასხამთ, აბაზანასაც გავაკეთებთ… ოღონდ, ამისთვის შენი მარანი უნდა გამოვიყენოთ. მაპატიე, შენი ქვევრები უნდა დავანგრიოთ. მაგრამ, აბა რა აზრი აქვს მათ იქ ყოფნას? შენც ხომ არ გიყვარდა არაპრაქტიკული რაღაცები.

წინა ჩამოსვლაზე დაბლა ეზოში ვიყავით ჩასულები. თქვენი სიკვდილის მერე პირველად ჩავედი იქ. საქათმესთან და საღორესთან მივედი. უცებ ძალიან ცუდად გავხდი: ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვეთ. მიწაზე დაგდებული ფიცარიც კი შენი დაგდებული იყო, ალბათ. მინდოდა, რომ ჩავმჯდარიყავი ბალახებში და ხმამაღლა მეტირა. მაგრამ, ვერ ვქენი-მეგობრებთან ერთად ვიყავი, მათ კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ ჩემს სენტიმენტებზე და სახლში დაბრუნებას ჩქარობდნენ.

ბაბუ, ძალიან მწყინს, რომ ჩემს ქმარს ვერასდროს ვერ გაიცნობ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან შეგიყვარდებოდა. ვერ წარმოიდგენ, როგორ შეიყვარა ჩვენი რაჭა. გეგმებს აწყობს, როგორ მოვუვლით და მივხდავთ იქაურობას. მართლა ასე ვიზამთ, გპირდები. ჩვენი სახლი და ეზო აღარასდროს იქნება მიტოვებული, გავერანებული, ცარიელი და უპატრონო. იმასაც გპირდები, რომ ჩემი შვილები აუცილებლად შემოირბენენ ყველა იმ ადგილს, სადაც ჩვენ დავრბოდით და ისევე ეყვარებათ იქაურობა, როგორც ჩვენ.

ვიცი, რომ საიქიოში ინტერნეტი არ არის. რომც იყოს, არამგონია ბლოგებს კითხულობდე. მაგრამ, მაინც მჯერა, რომ ეს ყველაფერი შენამდე მოვა და გაიგებ. ძალიან მიყვარხარ და მინდა მეტი დრო გაგვეტარებინა ერთად. რაჭაში შენთან სიახლოვეს ყველაზე მეტად ვგრძნობ.

ძალიან მიყვარხართ და ჩვენს ძველ მოგონებებს ახლებს აუცილებლად დავამატებთ!

DSC_3511

One thought on “ბაბუს

  1. აცრემლების ჩემი ჯერი დადგა რაჭის პოსტზე❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s