დასახარისხებელი პოსტები

03.05. ∞

ღუმელში მაფინები ცხვება, გაზქურაზე ქათმის ფილე მზადდება. მე საათი დანიშნული მაქვს და ამიტომ ახლა მშვიდად ვზივარ და ვწერ ამ პოსტს.

თქვენს კალენდარზე, უბრალოდ, სამი მაისია. ჩემსაზე კი თარიღი, რომელმაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

მილოცვებს დღესაც ვიღებ. ამბობენ, რომ პირველი წელი ყველაზე რთულია. მე უხერხულად ვიღიმი და ვფიქრობ, ნეტავ რა სირთულეს გულისხმობენ. ერთად ცხოვრების პირველივე დღიდან ორივეს ისეთი განცდა გვქონდა, რომ დიდხანს დავდიოდით სადღაც ქუჩებში მარტო და ახლა, როგორც იქნა, სახლში მოვედით.

მაფინები ცხვება, ქათმის ფილე მზადდება. საღამოს ჩვენი სახლი მეგობრებით აივსება და სკამები აღარ გვეყოფა.

ეგ არის ბედნიერება. იმდენი მეგობარი, სკამები რომ არ ჰყოფნით და ისეთი ადამიანი გვერდით, როგორიც ჩემი ლევანია.

One thought on “03.05. ∞

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s