დასახარისხებელი პოსტები

The Day

კარი გამოვაღე და მანქანაში ჩავჯექი. ფანჯარა ჩამოვწიე. რაღა ახლა ამოვარდა ეს ქარი, ამეშალა ნერვები და ისევ ავწიე. მძღოლი რაღაცას მეუბნება. მეც მექანიკურად ვპასუხობ. საათზე ვიყურები. ვაგვიანებ, მაგრამ არ ვღელავ. სიმართლე რომ ვთქვა, დიდად ვერაფერს ვგრძნობ. ერთადერთი ის ვიცი, რომ პირველზე სახლში უნდა ვიყო. ხელები გაყინული მაქვს, პირი-გამშრალი.

კიბეებზე ავდივარ, ზარს ვრეკავ. სინათლე, ხმაური და ბევრი ხალხი ერთად მეჯახება. ყველას ვუღიმი, ვუცინი და ერთი სული მაქვს, ოთახში მარტო დავრჩე და კაბა ჩავიცვა. თან ისე უნდა ჩავიცვა, რომ არც თმა და არც მაკიაჟი არ გამიფუჭდეს. დედას ვეძახი. ფრთხილად მაცვამს თეთრ კაბას ისე, როგორც პატარას დილაობით მაცმევდა. სარკეში ვიხედებით და ვჩუმდებით. არც მე ვყოფილვარ არასდროს ასეთი ლამაზი და არც დედა ასეთი გაბრწყინებული. შეგრძნებები მიბრუნდება, ხელები მითბება და ვიღიმი.

დღეს ლევანს ცოლად გავყვები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s