დასახარისხებელი პოსტები

What gives you joy

რა გამშვიდებთ ყველაზე მეტად?

რის გაგონებაზე გრძნობთ თავს ბედნიერად, ჰარმონიულად, წყნარად?

ზღვის ტალღების?

წვიმის წვეთების?

მე ძროხის ბღავილის. მართლა. საკმარისია სადმე დავინახო ძროხა, რომ გული უკვე სითბოთი მევსება. ძალიან საყვარელია ძროხა-კეთილი, მშვიდი, ზანტი… მთელი დღე თავისთვის ბალახობს და ერთი სული აქვს, სახლში მოვიდეს და თავისი ხბო ალოკოს. არც მოწველას აპროტესტებს, დგას თავისთვის მორჩილად.

თურმე ძროხებს მეგობრობა სცოდნიათ. დაუდაქალდებიან სხვა ძროხას და მერე ერთად დადიან მინდვრებში, გვერდიგვერდ ძოვენ.

ჩავრთავ ახლა ძროხას და მოვუსმენ!

2 thoughts on “What gives you joy

  1. მეც ძალიან!
    ყველაფერს ვყიდულობ ძროხის გამოსახულებიანს.
    და რძის პროდუქტები ისე მიყვარს, თანამშრომლები მეხუმრებიან, ერთი ძროხა კი უნდა გყავდესო.
    ბებო რომ წველიდა, ვუყურებდი და ვცდილობდი, თითების მოძრაობა დამემახსოვრებინა.
    ქატოს შეჭამანდს რომ მოუმზადებდა ცხელს, იმის სუნიც მიყვარდა, გემრიელი სუნი იყო.
    ყველის ამოყვანიც პროცესიც რაღაც მაგიურია. ღვთის ხელია ყველაფერში.
    ჩემს ბავშვობაში იყო მულტფილმი, გრძელწამწამიანი და ნაწნავიანი ძროხები იყვნენ დაქალები, ერთს ვარდი ჰქონდა თავში გარჭობილი. ერთი დაიკარგა და რაღაც ასეთი ხდებოდა.
    გრიგოლ რობაქიძე რა კარგად წერს, გახსოვთ? საბალახოდან მოსული ძროხები ცივ წყალს რომ სვამენ და მუცელი ნელნელა ევსებათ. ჩემ სოფელში ჭასთან არის ქვის პატარა აუზები, სადაც ძროხებს უსხამენ წყალს დასალევად.
    ერთ ფილმშია კიდე, პატარა გოგო ეკითხება მამას, ძროხას შოკოლადი რომ აჭამო, კაკაოს მოიწველებაო? :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s