დასახარისხებელი პოსტები

No alarms and no surprises, please

რამდენის რამის კეთება მინდა და ვერ ვასწრებ. არც ვცდილობ, რომ მოვასწრო. ხანდახან დილის ძილი და საღამოს ტელევიზორის ყურება ან ინტერნეტის სქროლვა მირჩევნია.

აი, მაგალითად, დილით შვიდზე რომ ვდგები და სტივენ კინგს ვკითხულობ ყავასთან ერთად, ხომ შეიძლება მის ნაცვლად Do it marketing წავიკითხო, რომელიც ამაზონიდან დიდის ამბით გამოვიწერე და ჯერ ვერ ჩავუჯექი? ან საერთოდ დავანებო დილით თავი კითხვას და ნახევარი საათი იოგას დავუთმო?

შემდეგ სამსახურისკენ მიმავალმა ცხრა საართული მაღალქუსლიანებით ჩავირბინო და ლიფტით არ ჩავიდე?

შუადღეს სახლიდან წამოღებული, ჩემი გამზადებული ჯანსაღი საკვები ვჭამო და არა ადგილობრივი კაფის ნაწარმი?

საღამოს სახლში მოსულმა ეს ცხრა სართული ისევ ფეხით ამოვირბინო და საჭმლის კეთება დავიწყო? სანამ სადილი მზადდება მე ისევ do it marketing-ს ჩავუჯდე?

შემდეგ ჩავუჯდე სამეცადინოს და სანამ თორმეტი საათი არ გახდება ვიმეცადინო?

და მერე მომენტალურად დავიძინო, რათა მეორე დღეს მეორე წრეზე წავიდე.

აი, რა ადვილი ჩანს დაწერილი, არა? რეალურად, საკმაოდ რთულია ქცევის შეცვლა. რთულია დააჯერო თავი, რომ არ ხარ დაღლილი და ენერგიებით სავსე ხარ ამ ყველაფრის გასაკეთებლად.

Damn it

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s