დასახარისხებელი პოსტები

საუკეთესო წელი ჩემს ცხოვრებაში

დიახ, დიახ.

ზუსტად ასე ამბიციურად და ხმამაღლა დავახასიათებ განვლილ 2014 წელს. ამ ერთმა წელმა დაიტია რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, რამაც ჩემი ცხოვრება კარგად და გემრიელად შეცვალა.

ამ სიაში პირველი ადგილი ჩემს ოჯახს უჭირავს. 2014 წლის 3 მაისს მე და ლევანმა ჯვარი დავიწერეთ და მთელი ცხოვრების ერთად გატარება გადავწყვიტეთ. ლევანი არის ყველაფერი. ხანდახან ვფიქრობ, რომ წინა ცხოვრებაში რაღაც უზარმაზარი სიკეთე მაქვს გაკეთებული და ამიტომ გამიმართლა ამ ცხოვრებაში მისი სახით.

2014-მა ასევე ჩვენი სახლი მოგვიტანა (უფრო ზუსტად, ლევანის მამამ🙂 ). ახლაც მახსოვს მტვრიანი და გასარემონტებელი სახლი, რომელიც ნელ-ნელა ხდებოდა ისეთი, როგორიც ოცნებებში წარმომედგინა. წელს პირველად მოვრთეთ ნაძვის ხე და ძირში საჩუქრები დავუწყეთ, რომელსაც ღამის თორმეტ საათზე გავხსნით. დღეს შუადღემდე ვმუშაობთ მხოლოდ და შემდეგ სახლებში მივდივართ. ერთი სული მაქვს მივიდე და საჭმელები გავაკეთო (მხოლოდ რამდენიმე და მარტივი, საცივებს და გოზინაყებს მომავალ წელს შევეჭიდები).

ჰო მართლა, სამსახური შევიცვალე. ჩემი ხუთწლიანი მონოგამიური ურთიერთბების შემდეგ სხვაგან გადავედი და აქაც იგივე ერთგულებით ვაპირებ გაჩერებას. ძალიან მიხარია ეს სიახლე და ენერგიების ისეთ მოზღვავებას ვგრძნობ, რომ მგონია მთებს გადავდგამ!

გარდა ამ სამი მნიშნველოვანი სიახლისა სწავლაც გავაგრძელე. ორი წლის შემდეგ MBA მექნება და არავინ იცის, იქნება თუ არა ეს ჩემს ცხოვრებაში ბოლო ხარისხი : )

სხვა რა გითხრათ. გისურვებთ, რომ ყოველ წელს ისეთ განწყობაზე ხვდებოდეთ, როგორზეც ახლა ვარ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s