ჩემი შვებულება

დღე მეხუთე

ჩემი ოფიციალური შვებულების ბოლო დღე.

ძალიან მალე გაირბინა ამ ერთმა კვირამ. იმაზე სწრაფად, ვიდრე სამუშაომ. სამაგიეროდ, დასვენებაც მოვასწარი და ყველა იმ თასქის შესრულება, რაც პირველ პოსტში მქონდა ჩამოთვლილი!

დღეს ძალიან ბევრი საბოდიალო მქონდა. გამიმართლა და კარგი ამინდი დამემთხვა. ჩავიცვი ჩემი ახალი კეტები და შევუდექი გეგმების შესრულებას. სამი საათისთვის სახლში მოვედი, ჩავეხუტე დივანს და ლევანს მივწერე, რომ საღამოს კინოში მინდოდა წასვლა.

Horrible Bosses 2 გვინდოდა გვენახა. რვის ნახევარზე უკვე რუსთაველში ვიყავით, სადაც ბილეთები უკვე გათავებული იყო. ავიღეთ ღამის სეანსის ბილეთები და თერთმეტის ნახევრამდე დავიწყეთ ქუჩებში და მაღაზიებში ბოდიალი.

საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ლაღიძეში წავსულიყავით. ჰოდა, ამ ლაღიძის გზაზე შემთხვევით, სრულიად შემთხვევით შეგვხვდნენ ელენე და დათო! რომლებიც ასევე ლაღიძეში მიდიოდნენ! და რომლებმაც ასევე კინოში წასვლა გადაწყვიტეს!

მიუხედავად იმისა, რომ ფილმმა საკმაოდ გამიცრუა იმედები და არც ხაჭაპური იყო დიდად გემრიელი, მაინც ყველაზე კარგი დასასრული ჰქონდა ამ პარასკევ დღეს და ჩემს მოკლე შვებულებას ❤

დატოვე კომენტარი