ჩემი შვებულება

დღე მეოთხე

ჩემი შვებულების მეოთხე დღე საკმაოდ მიმზიდველად გამოყურებოდა-არც სამეცადინო მქონდა და არც უნივერსიტეტში არ ვიყავი წასასვლელი. ამიტომ, დილით მშვიდი სინდისით გამოვიძინე და სახლის ნელ-ნელა დალაგებას შევუდექი. შუა დღისთვის მე, მარის და ელენეს უნდა გვებოდიალა გარეთ და რაიმე საინტერესო აქტივობით დავკავებულიყავით, თუმცა ელენეს ლექტორობის გამო ეს ამბავი ჩაგვეშალა და სამივე ცალ-ცალკე შევრჩით ჩვენს ხუთშაბათებს.

გადავხედე ჩემს პირველ პოსტში ჩამოწერილ სიას და გადავწყვიტე, რომ აიდი ბარათი ამეღო. სულ მინდოდა ახალი პირადობის მოწმობის აღება, ძველს ვერცერთ საფულეში ვერ ვატევ და თან ბაყაყივით ვარ ფოტოზე. ჰოდა წავედი, შევავსე განაცხადი, გადავიღე ასევე ბაყაყივით ფოტო და ველოდები ათ დღეში როდის მომივა სმს და წამოვიღებ!

და მერე ვიბოდიალე, მარტომ. წარმოვიდგინე, რომ თბილისში ჩამოსული ტურისტი ვიყავი. კოლმეურნეობის მოედნიდან (ნეტავ ახლაც ასე ჰქვია?) კოტე აფხაზის ქუჩაზე დავეშვი (ანუ, ლესელიძეზე).

ძალიან მიყვარს ეს ქვაფენილიანი ქუჩა, თავისი ანტიკვარიატის მაღაზიებითა და შაურმებით.

გზად ძალიან ლამაზი ფისო შემხვდა:

20141204_151334

იჯდა თავისთვის და წყნარად ილოკავდა ხელ-ფეხს, უფრო სწორედ, ფეხ-ფეხს. ცოტა შემრცხვა, როცა ფოტოებს ვუღებდი. მაგრამ, მერე გამახსენდა, რომ სტამბოლში საერთოდ არ მიტყდებოდა, ასე რომ, თამამად ვაპოზიორე ეს ცუნცულ კატა.

მერე ჩურჩხელების მაღაზიას წავაწყდი. არ არსებობს ალბათ ტურისტი, რომელიც თბილისში ყოფილა და ერთი ასეთი ფოტო არ გადაუღია:

20141204_151352

ლუკა პოლარეში ცხელი შოკოლადი ვიყიდე. ცხელი შოკოლადი სუპერ-ცხელი აღმოჩნდა, რის გამოც აგერ მეორე დღეა ენა მეწვის. ბედის ეს უკუღმართობა არ შევიმჩნიე, მდუღარე სითხე უდრტვინველად გადავყლაპე და სეირნობა გავაგრძელე.

ჰო, მანამდე ერთი სასაცილო, მეინსტრიმული ფოტოც გადავიღე:

20141204_151919მერე რა, რომ საქართველოში სტარბაქსი არ არის და ამ ჭიქას ნადა არ აწერია? რაც გვაქვს, იმით ვამაყობთ!

კარგი ქალაქგეგმარება არ გვაქვს, თორემ მაგითიც ვიამაყებდით:

20141204_150123

ამოვედი თავისუფლების მოედანზე, დავიარე რუსთაველის მაღაზიები, ვაჩუქე მათხოვრებს ფული. მერე გამახსენდა, რომ სულ მინდოდა ვენდისში პორტაბელა მელთის გასინჯვა. უბრალოდ, როგორ ჟღერს-პორტაბელა მელთი!

20141204_163126ჩემი პორტაბელა ძალიან ცხიმიანი აღმოჩნდა : ( რა ვქნა, მაინც MC პროდუქციის ერთგული ვარ სწრაფ კვებაში.

შემდეგ გადავედი სმარტში და ვიყიდე მარტინის ყველაზე დიდი ბოთლი. ეტყობა, გზად ნანახმა ამ წარწერამ შთამაგონა:

20141204_153858შემდეგ მოვახტი 88 ნომერ ავტობუსს და კოსტავას ნაცვლად ნუცუბიძეზე აღმოვჩნდი. გადმოვხტი, მოვახტი რაღაცა ნომერ სამარშრუტო ტაქსს და მოვაღწიე ჩემს ბუდეში.

ძალიან დაღლილი ვიყავი, ძალიან. ფეხით ბოლოს ამდენი, ალბათ, ლაგოდეხში ვიარე. დავეგდე დივანზე და დაველოდე ლევანის, ელენეს და მარის მოსვლას. სანამ მოვიდნენ რამდენჯერმე გამოვიძინე კიდეც.

კარგია, როცა სახლი და მეგობრები გყავს. ერთად ძალიან მაგარ კომბინაციას ქმნიან!

ღამე, ძილის წინ გავიფიქრე, რომ კარგი მეოთხე დღე მქონდა. უაზრო ბოდიალი იყო ერთ-ერთი ის, რაც სამსახურში ხშირად მენატრებოდა.

3 thoughts on “დღე მეოთხე

  1. რა მშვენიერი პოსტია!
    მიყვარს ასე მარტო გაბოდიალება ხანდახან… და ის მომეწონა, ყველა ადგილი რომ ნაცნობია – ლამის ფისოზეც კი ვიფიქრე, ეს კატა გუშინ მეც ხომ შემხვდა მეთქი😀

  2. ნაცნობ ადგილებს უცნობი თვალით რომ უყურებ ძალიან მაგარია❤

  3. რა კარგი პოსტია. რამდენი ხანია შენს ბლოგზე აღარ ვყოფილვარ, მომნატრებია.
    ფისოს რაღაც ეტყობა არ მოსწონს სურათს რომ უღებ. ისე რა ლამაზია მართლა, როგორ ფერებშია ხო?🙂

    ჩურჩხელა მომანდომე!!! :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s