დასახარისხებელი პოსტები

როგორი იქნება ჩვენი motherhood

მე და ელენემ გადავიწყვიტეთ ერთდროულად გავაჩინოთ ბავშვები. ნუ, მეტნაკლებად დავამთხვიოთ +- 6 თვით🙂

ჰოდა, ერთად ვატაროთ სკოლაში, ინგლისურზე ან კარატეზე.

მერე დავურეკოთ ერთმანეთს საქმიანი ტონით, დღეს ვერ ვახერხებ სამსახურიდან ადრე გამოსვლას და იქნებ შენ გამოიყვანო ორივეო.

და მერე ერთმანეთს ვეტყვით, კი გამოვიყვან მაგრამ ერთად ისე გიჟობენ ვეღარ ვერევიო.

მერე დათო ან ლევანი დაუჯდებათ და დააწერინებს დავალებებს.

მე და ელენე რაიმე მსუბუქ ალკოჰოლურ სასმელს დავლევთ და სიცილით და ფხუკუნით ხელს შევუშლით მეცადინეობაში.

მერე შაბათ-კვირას აიტეხავენ ბავშვები გაგვიყვანეო სტუმრადო.

მერე ჩვენ ვეტყვით, მთელი კვირა ერთად ხართ და შაბათ-კვირას როგორ ვერ ძლებთ-თქო.

მშობლეთა კრებებზე ერთად ვივლით და მასწავლებელი შენიშვნას მოგვცემს, კრების ჩატარებაში ხელს მიშლით და ჩუმად ილაპარაკეთო.

მერე ერთად წავალთ დასასვენებლად და გვერდიგვერდ ნომრებს ავიღებთ.

მერე მივლინებებში რომ ვივლით ერთმანეთთან დავტოვებთ ხოლმე ბავშვებს.

და ასე🙂

ჩვენ ძალიან მაგარი შვილები გვეყოლება, იმიტომ რომ ჩვენი შვილები იქნებიან.

ტოლები❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s