დასახარისხებელი პოსტები

Cat Power

ხანდახან, სამსახურში ძალიან როცა დავიღლები, წამალივით მჭირდება კატა.

ჰო, კატა. ჩემი ბუსა.

არ ვიცი, ჩატარებულა თუ არა რაიმე ღირებული კვლევა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ კატასთან ურთიერთობა სტრესის მოხსნის საუკეთესო და მარტივი საშუალებაა.

საკმარისია შევხედო მის ბუთქუნა თავს, ჩასაჩქმეტ ლოყებს, სერიოზულ მზერას და თუნთულა მუცელს, რომ ყველა დაღლა მავიწყდება.

ის კი დადის თავისთვის, კისერი ამაყად აქვს მოღერებული და სულაც არ იმჩნევს, რომ ჩემი მისვლა სიგიჟემდე უხარია. იცის, რომ დავიჭერ, კალთაში ჩავისვამ და ძალიან ბევრს მოვეფერები.

თუ მოფერება დავუგვიანე თავისით მოდის, გაწვება ზურგზე და მოლოდინით სავსე თვალებით მიყურებს, მოდი, მუცელზე დამფხანეო.

საკმარისია მივიხუტო გულზე, მოვეფერო ყურებზე, თბილ კისერში, რომ ვგრძნობ, როგორ ისრუტავს ჩემს დაღლას, სტრესს, უხასიათობას. მეც კატასნაირი ვხდები-უზრუნველი, სულ ერთია ტიპი, რომელიც მშვიდადაა წამოწოლილი საწოლზე და ძილმორეული თვალებით იყურება.

ჰოდა, სამსახურში ძალიან რომ დავიღლები და ფანჯრიდან ინდიფერენტულად ვიწყებ ყურებას, სწორედ მაშინ მინდა ჩემი ბუსა. მეჯდეს მაგიდაზე, ეძინოს ფურცლებში და საბუთებში, კლავიატურის კაკუნზე ზარმაცად ახელდეს ცალ თვალს და იმ თვალში ვკითხულობდე საყვედურს, რომ შევაწუხე.

მე რომ მქონდეს ორგანიზაცია გავაკეთებდი ცალკე ოთახს, სადაც რბილი სავარძლები, კნუტები და ლეკვები იქნებოდნენ.

ასეთ ორგანიზაციაში მხოლოდ მშვიდი, გაწონასწორებული და ბედნიერი ხალხი იმუშავებდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s