დასახარისხებელი პოსტები

მეექვსე თვე

ამ ბოლო დროს ქორწილების პროპაგანდისტად ვიქეცი.

ძალიან მაგარია, როცა ყველაზე ლამაზი ხარ, საოცარი კაბა გაცვია და ბედნიერებისგან ანათებ (მე გამიმართლა და ჩემს შემთხვევაში მზეც ანათებდა).

მთელი დღე ვიღიმოდი, ვიყავი საუცხოო განწყობაზე, ვეხუტებოდი უსაყვარლეს ადამიანს და მთელი სამყაროსგან სითბოს და სიყვარულს ვგრძნობდი.

მთელი საღამო ვცეკვავდი, ვმღეროდი, ვერთობოდი.

თან საათს ვუყურებდი, რომ თვითმფრინავს არ გაესწრო და ოთხი მაისი რომში უჩვენოდ არ გათენებულიყო.

ტორტის გაჭრისას შეეშალათ და მენდელსონის მარშის ნაცვლად moves like a Jagger ჩართეს. მეც დანით ხელში ვცეკვავდი და მხოლოდ ერთი თვის მერე ფოტოებზე ვნახე ხალხის შეშინებული თვალები.

სახლში თორმეტ საათზე მივედით. ჩვენს ახალ სახლში. ჩვენს  საოცარ, უსაყვარლეს, უთბილეს სახლში. გავიხადე ჩემი ულამაზესი კაბა და საწოლზე გადავფინე.

დღე, რომელიც უკვე მოგონებად იყო ქცეული, სიგიჟემდე მიყვარდა.

და ამ ყველაფერზე უარის თქმას ვაპირებდი?

ამიტომ, არ დაიკიდოთ ქორწილები. არაა აუცილებელი რესტორნების დახურვა, მთელ თბილისში სიგნალებით და მაღალი სიჩქარით სიარული, ათასობით ლარის დახარჯვა ტანსაცმელში და მაკიაჟში…

გადაიხადეთ ისეთი ქორწილები, რომლებიც თქვენს მე-სთან ყველაზე ახლოს დგას.

ჩემი დღე ზუსტად ექვსი თვის წინ იყო❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s